ბოლნისში უმძიმესი შემთხვევა მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
არსებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ცნობილია მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღი იმდენჯერ ურტყჰა სანამ არ დაიღალა შემდეგ კი
შვილს მიუბრუნდა და დაჭრა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.