“მამა გაბრიელმა იცით რა უთხრა დედა სიდონიას როცა ეჭვი გაჩნდა,რომ სტუმარი გოგონა მონასტერში სიგარეტს ეწეოდა..” – ნახეთ ეს ყველამ უნდა წაიკითხოს

0

დედა სიდონიამ თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენა. როგორც დედაო ამბობს, მამა გაბრიელთან ურთიერთობა მისი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლებია.„მამა გაბრიელის გვერდით იყო ყველაზე საინტერესო პერიოდი. მშვიდი და უპრეტენზიო იყო. სტერეოტიპებისგან დაცლილი ადამიანი. ხერხემალში გამასწორა ერთმა მისმა შენიშვნამ. სულ ახალი მისული ვარ მონასტერში, 17-18 წლის, ერთ-ერთ კეთილმოწესესთან ერთად, რომელსაც ვეხმარებოდი, მამა გაბრიელთან მივედი, რადგან მონასტერში ერთ-ერთ სტუმარ გოგონაზე ეჭვი გვქონდა,

მონასტრის საპირფარეშოში ვიგრძენით სიუგარეტის სუნი. ბევრი აღშფოთდა ამაზე. მეც როლში ვიყავი, მეგონა რომ სიწმინდეს ვიცავდი. რა თქმა უნდა ახლაც მჯერა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე სიგარეტი არავინ უნდა მოსწიოს. მამა გაბრიელი უსმენს მშვიდად კეთილმოწესეს, ვიფიქრე რომ რაღაც ვერ გააგებინა და დავიწყე ახსნა. გადმომხედა, წარბი ასწია როგორც იცოდა და მითხრა, შენ რასა შფოთამ. იქ ვარ დღესაც. არავის შეცდომებზე არ უნდა იშფოთო, თუ შენს საზღვრებს არ არღვევენ ან სხვისას“ – იხსენებს დედა სიდონია.

Share.