“თურმე, სამსახურში გონება დაკარგა და..” – ნახეთ ცნობილია ტრაგიკულად დაღუპილი ემიგრანტის ვინაობა

0

ქართველი ემიგრანტი, მაკა ზაქარეიშვილი, რომელმაც სამსახურში გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.

„მაკა, რომელზეც ვითხოვდით დახმარებას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს… მაკა იყო ძალიან პოზიტიური, სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი,“ – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

ცნობისთვის, მაკა ზაქარეიშვილზე რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მოულოდნელად, სამსახურში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, გონება დაკარგა და იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Share.