“თამარს და მის ოჯახს სანამ ჩაცხრილავდნენ,მეგობარს წერილი მისწერა და..” – ნახეთ თამარი და მისი ქმარ-შვილი სარდაფში ამოხოცეს

0

ის­რა­ელ­ში ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი მოკ­ლეს. 35 წლის თა­მარ კე­დემ-სი­მან ტოვი, მისი ქმა­რი იო­ნა­თა­ნი და მათი სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი შა­ბათს, სა­კუ­თა­რი სახ­ლის სარ­დაფ­ში მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ნირ ოზში, ღა­ზას გა­რე­უ­ბან­ში მოხ­და.
ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, თა­მარ­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ მე­გობ­რებს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ კარ­გად იყო და საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და.

”გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, ახლა ჩვე­ნი სახ­ლის სარ­დაფ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ყვე­ლა­ნი კარ­გად ვართ” – წერ­და თა­მა­რი. შე­ტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 2:45 სა­ათ­ზე არის გაგ­ზავ­ნი­ლი.

თუმ­ცა რო­დე­საც თა­მარ­თან კონ­ტაქ­ტი შე­წყდა, მე­გობ­რე­ბი, იშაი და მორ ლა­კო­ბე­ბი მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ყვე­ლა­ნა­რი გზით ცდი­ლობ­დნენ.

“სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით… მივ­წე­რეთ, და­ვუ­რე­კეთ კი­დეც. ყვე­ლა ნაც­ნობს შე­ვეხ­მი­ა­ნე, ვინ ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ თა­მა­რის­გან არა­ფე­რი ის­მო­და“,- გა­ნუ­ცხა­და მორ­მა Morning Herald-ს.

მე­გობ­რებს ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ კვი­რას და­უ­დას­ტუ­რა, რომ ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბი ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­იჭრ­ნენ და თა­მა­რი ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად მოკ­ლეს.

თა­მა­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პრო­ფი­ლის თა­ნახ­მად, იგი ერთ დროს ის­რა­ე­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და. მსა­ხუ­რობ­და ჯარ­ში და 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნირ ოზში ცხოვ­რობ­და. მისი მე­უღ­ლე ოპე­რა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი და ხორ­ბლის მწარ­მო­ე­ბე­ლი იყო. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავ­და – 6 წლის ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი და 4 წლის ვაჟი, ომე­რი.

Share.