“მოხუც ბებოს ახალგაზრდა ბიჭი ადგილს არ უთმობდა,ავტობუსში ყველამ ამ ბიჭის ლანძღვა დაიწყო, მაგრამ შემდეგ წამოდგა და ისეთი რამ გააკეთა ყველა გაოგნდა..”

0

ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძალიან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”წვიამიანი ამინდი იყო და ყველა ერიდებოდა ფეხით გადაადგილებას, ამიტომ ტრანსპორტში ტევა არ იყო. ერთი ჩვეულებრივი მგზავრობა იყო, ყაყანით, წუწუნითა და ავტობუსის კარების აუტანელი ჭრიალით გაჟღენთლი.
ფილარმონიასთან, გაჩერებაზე ერთი ბებო ამოვიდა, მაგრამ ვაი იმის ამოსვლას. იმდენად დასუსტებული იყო, რომ ზრდასრულმა და ძლიერი აღნაგობის შუა ხნის კაცმა ძლივს ამოიყვანა. ვინც შეხედა ყველას გული დასწყდა, ალბათ საკუთარი სიბერე წარმოიდგინეს.
თითოეულის სახეზე რაღაც დიდი სინანული იგრძნობოდა. ყველა შუა ხანს გადაცილებული იჯდა, ახალგაზრდები კი ფეხზე ვიყავით. უცებ რამოდენიმეს სინანულით მოღრეჯილი სახე, ბოღმით და სიძულვილით უფრო მოეღრიჯათ. თითქოს ერთმანეთს ელოდებოდნენო და ერთმა რომ მორთო ლანძღვა, ყვავებივით ყველამ ერთად დაიწყო ყაყანი.

ზოგმა: “რა თაობა მოდის, ჩვენ დროს უფროსის დანახვაზე უკვე ფეხზე ვიდექითო”, ზოგმა: “დროც შეიცვალა და ხალხიც, ზრდილობაც და პატივისცემაცო”, “როგორ ოჯახებშიც იზრდებიან გარეთაც ასეთები არიანო”, “ეს უზრდელები”, “გაუთლელი ხეპრეეები”, “ის არ იციან მოხუცს რომ პატივი სცენ და ესენი ქვეყანას ააშენებენო”…

მოკლედ მთელი წუთისოფლის ამაოება გადმოანთხიეს. ვისაც რა ედო გულში, ყველამ ყველაფერი თქვა, მაგრამ რომ აღარც ჩერდებიან!?
ამ ლანძღვისა და ბოღმის ადრესატი კი ამ მოხუცის გვერდითა სკამზე მჯდარი 18-19 წლის ბიჭი იყო. რომელმაც არავის ათხოვა ყური, არც კი განძრეულა და ასე აუღელვებლად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იჯდა, ხოლო მის გვერდით სკამის სახელურს ჩამოკონწიალუბული ბებო იდგა, რომელიც ყოველი ავტობუსის დაძვრა-გაჩერების მომენტში აქეთ-იქით ირყეოდა.

ისე ებღაუჭებოდა სკამის სახელურს თითქოს ეშმაკი ექაჩება, ის კი მდინარის ხავსზე მოკიდებული ცდილობს სიცოცხლის წამები გაიხანგრძლივოსო. ბებოს მდგომარეობა უკანა რიგებში მყოფ ხალხზე უფრო ამძაფრებდა ამ ბიჭისადმი გადმონთხეულ სიძულვილს. მეც უკვე ნერვები მომეშალა ამ ბიჭზე, ვიფიქრე ალბათ მთელი ღამის ნამუშევარია, ახლა კი ისეა დაღლილ-დაქანცული, რომ ფეხზე წამოდგომას ისევ ურჩევნია ამ ხალხის ლანძღვას უსმინოს თქო. ცალკე ამ მოხუცის საცოდაობა მიფერფლავდა გულს.

წყევლას და ლანძღვას, ბოლო რიგებიდან უკვე გინების შემცველი წამოსროლებიც მოჰყვა. ბოლოს ამ ბიჭმა უკან მოიხედა, ხალხს მომღიმარი სახით გადაავლო თვალი. შემდეგ ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა, მის გვერდით მჯდომ ქალს დაეყრდნო და ფეხზე დადგა სკამებს შორის გასავლელში. ხალხი გაოგნებული უყურებდა, როცა ბიჭმა ქამრის გახსნა დაიწყო. ყველა იმას მისჩერებოდა, ერთმანეთის თავები რომ ეფარებოდათზ ზოგი სკამზეც ავიდა რას აკეთებს ეს ბავვშვი, ხომ არ გაგიჟდაო. ბოლოს იმასაც ამბობდნენ ალბათ შეურაცხადი არისო. მერე ამას მოაყოლეს, თუ სულიერად ავადმყოფია ასეთებს გარეთ რატომ უშვებენ საგიჟეთი რისთვის არისო. ბიჭს კი ყველაფერი ესმოდა.

ბოლოს ფართე შარვალი ჩაიწია ყველას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა. “ვაიმე ღმერთო გვაპატიე”, “ღმერთო ეს რა საშინელებაა”, “ნეტა მოვკვდე”, “შენ მოგიკვდით შვილო, ეს რა დღეში ჩაგაგდეთ”, “შეგვინდე ასეთი საშინელი ხალხი რომ ვართ”… მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო, შარვალ ჩაწეული 18-19 წლის ბიჭი იდგა და ცხოვრებისაგან და შემდეგ საზოგადო3ბის გაუზრებლობისაგან ტრამვირებული იდგა და დიდი ჭრელი თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. არ ვიცი, რა უფრო სტეკენდა გულს, ის რომ ერთი ფეხი მთლიანად მოკვეთილი ჰქონდა და იმპლანტი ედგა თუ ის, რომ შარვალ ჩაწეული იდგა საზოგადოების წინაშე. იმ საზოგადოების წინაშე, ახლა რომ ბოდიშს უხდის და ღმერთს პატიებას სთხოვენ, თუ ის საზოგადოება რამდენიმე წუთის წინ ნება რომ ჰქონოდათ ამ ბიჭს ჩასაქოლავდნენ კიდეც… ბიჭი კი ასე იდგა, ცრემლები მოადიოდა, ხელები სკამის სახელურებს ეჭიდებოდა და მის თავში რა ხდებოდა, ალბათ ჯანმრთელი ადამიანის გადმოსახედიდან წარმოუდგენელი იქნება მისი განცდების დანახვა.

ამ სუართს ვეღარ გავუძელი, გაჩერდა თუ არა ავტობუსი ჩავედი და მას შემდეგ დავიფიცე ღმერთის წინაშე, რომ არავინ განვსაჯო. რადგან უცნობი ადამიანის განსჯა, იმის მიუხედავად რომ მასზე არაფერი ვიცით ძალიან დიდი ცოდვაა. ჩვენ მას ვტკენთ გულს, მას კი ამ დროს მხოლოდ ღმერთი ჰყავს, რომელსაც დახმარებას სთხოვს… ღმერთის სიტყვებია: “ნუ დაჩაგრავთ სუსტ ადამიანს, ის ხომ დახმარებას მე მთხოვს”!?. ასე რომ, ნურც სისტს დაჩაგრავთ და ნურც სხვის საქმეში იქნებით ბრძენნი, რადგან დღეს თუ ჯანმრთელები ვართ, შეიძლება ხვალ ჩვენც იგივე ან უარესი დაგვემართოს, აი მაშინ სინანული კი ძალიან გვიან იქნება.”

შენიშვნა – ფოტოსურათი მითითებულია თემატურად

Share.