მამაკაცს დასაფლავებისას ტელეფონი ჩააყოლეს, ერთი წლის შემდეგ კი აღდგომას, მეგობრებს გაახსენდათ და დარეკვა გადაწყვიტეს, მოულოდნელად ხმა გაისმა…

0

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ბატონი ნუგზარი. მისმა უეცარმა ამ ქვეყნიდან წასვლამ ყველა შოკში ჩააგდო. ტრაგედიამ შეძრა დიდიც და პატარაც, შინაურიც და გარეულიც, მოკლედ ვისაც ნუგზართან ჰქონია სიცოცხლეში შეხება ყველას დაენანა.
იმდენად კეთილი და მხიარული კაცი იყო, რომ სუფრაზე ყოველთვის ამბობდა, როგორი მხიარულებიც ახლა ხართ, როცა ცოცხალს მიყურებთ, ისე მინდა მიყუროთ როცა მოვკვდებიო. ყველა იმას უებნებოდა: შე კაი კაცო, რაც შენ სიკეთე და მადლი გაქვს ნაკეთები, უფალი 100 წელზე მეტს გაცოცხლებსო.

მაგრამ, “ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვისო” ნათქვამია. წავიდა და დატოვა დიდი დარდი და გლოვა, მაგრამ უკანასკნელი სურვილის შესრულება გადაწყვიტეს.
მგლოვიარე სახეზე ყველას ღიმილი დაჰკრავდა. გასვენების მომენტში გამომშვიდოდებისას მეგობრებმა გადაწყვიტეს რომ კავშირი არ დაეკარგათ მეგობართან და სასახლეში მობილური ჩაეყოლებინათ.
გავიდა ერთი წელი, აღდგომა დღეს მეგობრებმა როცა ნუგზარის მოსაგონარი დალიეს გაახსენდათ რომ ტელეფონი ჩააყოლეს და დარეკვა გადაწყვიტეს. საინტერესოდ წარიმართა მოვლენები მას შემდეგ, რაც ტელეფონზე ზარი გავიდა, ამან კი დიდი გაოცება გამოიწვია. ორი-სამი ზარის შემდეგ ტელეფონზე მოისმა ხმა: “გისმენთ”, ხალხი უკვე შოკში იყო. ბოლოს ძლივს ამოილუღლუღა ვინც რეკავდა,

– თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მე ნუგზარი ვარ! თქვენ ვინ ბრძანდებით!?

საწყალ კაცს გული წაუვიდა შიშით, სუფრაზე მსხდომნი კი თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ.

თურმე, ბატონი ნუგზარის ნომერი სხვა აბონენტმა აიღო, მას შემდეგ რაც ის გაუქმდა. ნომრის ახალ მფლობელს კი ნუგზარი ერქვა.

Share.