ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, სადაც მეწყერმა ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგულების სამძებრო ღონისძიებები.
როგორც AMBEBI.GE-ს სტიქიური უბედურების ადგილზე მყოფი სოფელ გლოლას მკვიდრი უყვება, გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ქალია.
“მაშველები თანდათან პოულობენ გარდაცვლილთა ცხედრებს. უკვე 6 მიცვალებულია ნაპოვნი,
უმეტესობა ქალები არიან. სულ ახლახან ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს. 30-მდე დაკარგულს კი ეძებენ. საშინელი სანახავია ეს ყველაფერი” – გვიყვება ადგილობრივი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ.