“ეს არის ის გოგო რომელსაც მთელი სიცოცხლე ვეძებდი..” – ნახეთ სოხუმში დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი 40 წლის შემდეგ იპოვა

0

“ღამის პრაიმ თაიმის” ეთერში ემზარ ჯღარკავამ სიყვარულის საოცარი ისტორიის შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მან საყვარელ ქალთან, ნინო კვარაცხელიასთან კონტაქტი 40 წლის წინ დისციპლინარულ ბატალიონში გამწესების გამო გაწყვიტა, წლების შემდეგ კი მისი პოვნა შეძლო და ხელი ვირტუალურად სთხოვა:
“პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე.

შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი.

შემდეგ ვიგებ, რომ ნინო გათხოვდა… გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და გავიგე, რომ ნინო მოიტაცეს. მე ვიცოდი, რომ ნინო თავისი სურვილით, გამორიცხული იყო, ვინმეს გაჰყოლოდა. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ვიცანი, რომ სწორედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწორედ სიყვარული, რომლის გამოც ნინო ამერიკიდან მარტვილში აპირებს ჩამოსვლას”, – ამბობდა ემზარ ჯღარკავა.
წყარო:ttimes.ge

Share.