კვარიათში 19 წლის დაჩი სახურია დაიხრჩო. „დაუნდობელი ზღვა და სიკვდილი, როგორ ვუთანაგრძოთ ოჯახს“, – წერენ ახლობლები ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების გამო.
“გასკდა გული. არ ვიცი რა დავწერო და როგორ ვუთანაგრძნოთ. არ ვიცი ……. ნამდვილად არ ვიცი”.ცხედარი მაშველებმა ზღვიდან უკვე ამოასვენეს.
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი, ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.