“გაღმა ნაპირის” მსახიობმა თედო ბექაურმა Ambebi.ge-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს.
– თვალთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებაში როგორ დაგეხმარათ ფილმი?
– ფილმის ნახვის შემდეგ ერთ-ერთმა წარმატებულმა ფრანგმა პროფესორმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი – მე მინდა ამ ბავშვს დავეხმაროო. ისიც დასძინა, თუ უნდა, საქართველოში ჩავალ და იქ გავუკეთებ ოპერაციას, მაგრამ
მირჩევნია, თედო ჩამოვიდეს პარიზშიო. ამ ქალბატონმა დააფინანსა ყველაფერი.
– დღეს რას საქმიანობთ?
– დღეს ძალიან საინტერესო სფეროში ვარ, ელიავას ბაზრობაზე ცენტრალური გათბობის მაღაზიაში ვმუშაობ.
წყარო:elnews.ge