“არენაზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან – ახალი პოლიტიკოსები. ელოდეთ სენსაციებს!” – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია და საკუთარ წინასწარმეტყველებათა მცირედ შემოკლებულ ვარიანტს “ფეისბუქის” პირად გვერდზე აზიარებს, რომელსაც თქვენც ასევე უცვლელად გთავაზობთ: “ახალი სიტყვა: არენაზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან – ახალი პოლიტიკოსები. ელოდეთ სენსაციებს! (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 88)
2016 წელი, 14 აგვისტო
ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები იქნება და ვხედავ, ეს ის ცვლილებებია, რაც ხალხს მოეწონება. მთავარი კი ის იქნება, რომ ძველ პოლიტიკოსებს ხალხი უარს ეტყვის და ზუსტად ეს უარი გადაარჩენს საქართველოს. მალე გამოჩნდება, თუ ვინ და რომელი პოლიტიკური პარტია რა თამაშს თამაშობს.ვხედავ, რუსეთი ვერ ჩაერევა და ვერ გაატარებს თავის ბინძურ პოლიტიკას საქართველოში და თუკი ამ თამაშში ქართველი პოლიტიკოსები რუსულ გზას აირჩევენ, მათ ქართველი ერი უარყოფს. ხოლო მათი შანსები კი არჩევნებში ნულის ტოლი იქნება.რუსი ოკუპანტები ვერ შექმნიან საქართველოში ვერც პოლიტიკურ პლაცდარმს და ვერც სამხედრო ბაზებს. ვერც თურქეთი. თუკი მათი ზრახვები საქართველოს მიმართ უარყოფითი იქნება, თავშივე წააგებენ. მომავალში კი, ვხედავ, ამერიკა თურქეთს საქართველოთი ჩაანაცვლებს და შავ ზღვაზე საქართველო იქნება მნიშვნელოვანი პლაცდარმი — ამერიკისთვისაც და ევროპისთვისაც. და როგორ მოიქცევა თურქეთი — თავის არჩევანს რუსეთზე შეაჩერებს? არც დაიჯეროთ! საერთოდ ამერიკა ძალიან საშიში მოთამაშეა და რუსეთი უბრალოდ კი არ ჩამორჩება, არამედ ახლოსაც ვერ მივა ამერიკულ პოლიტიკასთან. ამერიკელებს წინასწარ აქვთ დაგეგმილი, შემდგომი პოლიტიკური
ნაბიჯები რომელი მიმართულებით უნდა გადადგან. ყველა თავის პოლიტიკას თამაშობს, მაგრამ ვინ გაიმარჯვებს, ეს კიდევ საკითხავია და ამას მხოლოდ მე ვხედავ. საქართველოში მხოლოდ ორი პარტია დარჩება. ეს ჯერ კიდევ 1992 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე, ხოლო ქვეყანა და მისი მოწყობა იქნება მსგავსი შვეიცარიისა. საქართველო, ისევ ვიმეორებ, ნეიტრალური ქვეყანა გახდება და ეს აწყობს ამერიკასაც, ევროპასაც და… რუსეთსაც. დიახ, მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება, რაც მთელ დედამიწას შეცვლის.საქართველოს პოლიტიკაში კი გამოჩნდებიან ის ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთაც 1995 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. ისინი დღეს ძალიან სჭირდებიან ქართულ პოლიტიკასაც და ქართველ ხალხსაც. წარსული ისტორიას ჩაბარდება, ხოლო ისტორია თავად განსჯის მათი პოლიტიკური ნაბიჯების სისწორეს. ისტორია ყველა მათ ქმედებას შეისწავლის და ამის შემდეგ თითოეული დაიმკვიდრებს თავის ადგილს, როგორც ერის მოღალატე, ან როგორც გმირი!!! ქართველი ერი, საქართველო ყველანაირ ზეწოლას გაუძლებენ რუსეთის მხრიდან, ვინაიდან ჩემი ქვეყანა, ჩემი ქართველები კოსმოსიდან არიან დაცულები და არანაირი მიწიერი დარტყმა საქართველოს ვერ და არ გაანადგურებს. პირიქით, კოსმოსი რუსეთს დიდ გასაჭირს მოუვლენს და თანაც ისეთს, რომ საქართველო დაავიწყდებათ და საერთოდ კავკასიისკენ აღარც გამოიხედავენ. მცოცავ ოკუპაციას რუსეთის ტერიტორიაზე ვიხილავთ!!! აფხაზეთში არსებული მდგომარეობა დიდი თავისტკივილი გახდება რუსეთისთვის. ფაქტობრივად, აფხაზეთი და აფსუები თითქმის აღარ არსებობენ. ვხედავ პატარ-პატარა მიტინგებს, მაგრამ კრემლსა და რუსეთის პრეზიდენტს ეს სულ არ აწუხებთ. მართალიცაა — ერი, რომელიც ნახევარ სტადიონსაც ვერ ავსებს, საინტერესო აღარააა. უფრო მეტიც, უმცირესობასაც კი ვერ დაუძახებ, იმდენად შემცირდა აფსუების გამრავლება. მომავალი მათ აღარც აქვთ. ვხედავ, ახალგაზრდები რუსულად აზროვნებენ და ლაპარაკობენ. იქ მცხოვრებ სომეხ მოსახლეობასთანაც აღარ აქვთ კარგი ურთიერთობა. სომხები უფრო გამრავლდნენ, უფრო ბევრნი არიან, ვიდრე აფსუები. ვხედავ, ერთმანეთს ომებს გაუმართავენ და რუსეთიც კი ვერ შეაჩერებს ამ შეჯახებებს. მომავალში სომხები დატოვებენ აფხაზეთს — იქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება. აფსუებს ჯერ ქართველებთან ჰქონდათ კონფლიქტი და ქართველები ეზიზღებოდათ, ახლა სომხებს ვერ იტანენ და იომებენ მათ გასაყრელად აფხაზეთიდან. მაგრამ არის განსხვავება: აფხაზეთი ქართული მიწაა და საქართველოა! საქართველო კი არავის ედავება სხვის მიწებს. ჩვენ, ქართველებს მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ასევე ქართველობის შენარჩუნება გვინდა. რუსეთის პრეზიდენტის სურვილები — ბოროტი სურვილები აუხდენელია. იგი ვერ მოახერხებს ქართველების წაშლას მსოფლიო რუკიდან, ვინაიდან მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება. ასე მოხდა წარსულში და მოხდება ახლაც. წამყვანი ქვეყნები რუსეთის პრეზიდენტს უფლებას არ მისცემენ, რომ საქართველოს მთლიანი ოკუპაცია მოახდინოს. პირიქით, ვხედავ, იწყება დიდი სასამართლო. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მსოფლიოსთვის საჯარო მსჯელობის თემა ხდება და კრემლს სასამართლოებს მოუწყობენ. „რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები — აფხაზეთი, სამაჩაბლო და საერთოდ საქართველო!“ — ამას მალე მოსთხოვენ რუსეთს ამერიკა და ევროპა. ეს მოთხოვნა უკვე ნამდვილად სერიოზული და მკაცრი იქნება, წარსულში გაკეთებულ განცხადებებს არ ემსგავსება. რუსეთის პრეზიდენტი ჩიხში მოემწყვდევა. „ამერიკა, თუ ადრე ხუმრობდა, ახლა აღარ ხუმრობს“, — ვხედავ, ფიქრობს პრეზიდენტი დიდი რუსეთისა. იგი ხვდება, რომ ამერიკა საქართველოს ოკუპაციას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, ვინაიდან საქართველო ამერიკას ძალიან დასჭირდება მომავალში. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას უაზრო განადგურებისგან გადაარჩენს. ეს ასეა და ამ ყველაფერს მალე იხილავთ. რუსეთის პრეზიდენტმა ყოველივე კარგად იცის, მაგრამ მოუწევს, დათმოს საქართველოს ტერიტორიები. მაინც დაიწყებენ ინტრიგების ხლართვას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მალე ისედაც ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოს პოლიტიკაში. არენაზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, ახალი პოლიტიკოსები. ელოდეთ სენსაციებს! მერე წინა პლანზე უფრო რეალურად წამოიწევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და ასრულდება უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება: საქართველო ნატოს წევრი გახდება! ამინ! და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. ვიმეორებ: საქართველო ის აბრეშუმის გზაა, რომელიც ევროპასა და ამერიკას ჰაერივით სჭირდება!!! ვხედავ, ქართველები დაბრუნდებიან საკუთარ მიწებზე, საკუთარ სახლებში — აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. რუსეთის პრეზიდენტი ამ ბრძოლას წააგებს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ სომეხი ხალხი აღდგება. „ძირს რუსეთი!“ — აი მათი ნომერ პირველი მესიჯი. სომხეთს ძლიერი ოპოზიცია ეყოლება და ხალხი მას გაჰყვება. ეს ისეთი ტალღაა, რასაც რუსეთი ვერ მოერევა. შეიცვლება მთავრობა, მაგრამ სომეხი ხალხის მოთხოვნა იგივე დარჩება: „ძირს რუსეთი! გაეთრიეთ სომხეთიდან!“ მთელი სამხრეთ კავკასია გაილაშქრებს რუსეთის წინააღმდეგ და მომავალში, ვხედავ, რუსეთი დატოვებს სამხრეთ კავკასიას. რაც მთავარია, კავკასიაში ომები არ იქნება. რუსეთი ამას ვეღარ შეძლებს. თუმცა სომხეთს დიდ დარტყმას მაინც მიაყენებს — თავის პოლიტიკას, დროებით, მაგრამ მაინც გაატარებს. საქართველო კი ძალებს იკრებს. ამერიკელი გენერლები მოუხშირებენ ვიზიტებს საქართველოში. ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების აღსრულებები იქნება, რაც რუსეთის პრეზიდენტის აგრესიას შეაჩერებს — ანუ საქართველოს, ქართველი ხალხის მთლიან ოკუპაციას. ავიცილებთ იმ ომს, რომელიც ჩაფიქრებული აქვს რუსეთის პრეზიდენტს. მის დაგებულ მახეში საქართველო აღარ გაებმება.
2016 წელი, 5 ოქტომბერი
ზუსტად ახლა ხდება ის, რაც მე 20–25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ ახლაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: როცა მსოფლიოში ყველაფერი ირევა, საქართველო მაშინ მშვიდდება, საქართველო სირთულეებიდან ძვრება და აღმავლობის გზით მიდის. გავიმეორებ იმასაც, რომ ამერიკას აწერია როგორც ქალი პრეზიდენტი, რაც წარსულშიც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, და „რესპუბლიკელების“ ხელისუფლებაში მოსვლაც. სწორედ ამ უკანასკნელთა მმართველობის დროს გამოვა აშშ იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ობამას პრეზიდენტობის დროს შეყო თავი. მინდა აღვნიშნო, რომ ახლო აღმოსავლეთში ფრთაგაშლილ რუსეთს და მის პრეზიდენტს ამერიკელები დიდ დარტყმას მიაყენებენ. ისე ჩანს, რომ თითქოს ამერიკა ახლო აღმოსავლეთს რუსეთს უთმობს და თვითონ ევროპის ზონაზე, შავი ზღვის ქვეყნებზე გადაინაცვლა — ნატოს სახელით, ნატოს ეგიდით გადაკეტა საზღვრები და ამით დიდი სილა გააწნა რუსეთს. მალე საქართველო, უკრაინა, სამხრეთ კავკასია ამერიკის ზონაში აღმოვჩნდებით — ახლაც ვართ, მაგრამ ვგულისხმობ ნატოში შესვლას (მკაფიოდ ვხედავ გემებს, მათ მოძრაობას). თუმცა ახლო აღმოსავლეთში ამერიკას მოქმედების ცალკე გეგმა აქვს და როცა ახალი პრეზიდენტი აირჩევა, ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ამ გეგმას სწორედ მაშინ აამოქმედებენ. რაც შეეხება ამერიკისა და ირანის ურთიერთობას — ვგულისხმობ ირანისთვის იმ ფულის დაბრუნების საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ რეზა ფეჰლევის დროიდან მართებს ამერიკას, აქ სულ სხვა რამეს ვხედავ: ამ საკითხშიც დიდი მახე აქვს დაგებული ამერიკას რუსეთისთვის — პირდაპირ რუსეთისთვის. ირანი და ამერიკა ამ შემთხვევაში შეთანხმებულად მოქმედებენ, მათი ნაბიჯები კრემლს გზა–კვალს ურევს და სწორ ანალიზს ვერ გააკეთებს. დაბრუნებული ვალის, თანხის გარდა ვხედავ იარაღსაც და ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომში ირანიც მიიღებს მონაწილეობას. დღეს ამერიკა რუსეთთან კონტაქტს წყვეტს და ირანს ჩაინაცვლებს — ირანი რუსეთს დაუპირისპირდება. ამასთან, ირანს ისრაელთან ისევ შეუნარჩუნდება დაძაბული ურთიერთობა — ომი (მცირე) მაინც იქნება და თითქოს ისე აირევა ვითარება, როგორც ერთ ხალხურ გამონათქვამშია: ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. დიახ, ასეა, რუსეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავს ახლო აღმოსავლეთზე და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები კისერს წაამტვრევინებს მას. აღმოჩნდება, რომ ახლო აღმოსავლეთი, ირანი, ისრაელი და სხვა ქვეყნები ამერიკის მიერ ხელდასხმული, მისი ერთგული, მომხრე სახელმწიფოები არიან. მოხდება ბევრი მოულოდნელობა და აღმოჩნდება, რომ ჩინეთიც, იაპონიაც და სხვა ყველაც რუსეთის მტერია. უნდა აღვნიშნო, რომ ირანს ეშინია ომებისა, ვინაიდან ახლა ქვეყანაში მაინცდამაინც სტაბილური მდგომარეობა არ არის — შიდაომებიც აღინიშნება და სერიოზული არეულობებიც. ამიტომ თუ ირანს ძლიერი მხარდამჭერი არ ეყოლება, ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ტრიალებს — გამანადგურებელი ომი, ირანსაც დაემუქრება. ამიტომ ირანი ამერიკის მეგობარი ქვეყანა აღმოჩნდება. ირანს თვითონ სჭირდება ამერიკა და არა პირიქით — ამერიკას ირანი, რომელსაც ძალიან ეშინია ისრაელისა: არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისრაელთან ომი წააგოს. ამიტომ ირანს ურჩევნია, რომ ამერიკის მხარეს გადაიხაროს. გაწყვეტილმა ურთიერთობებმა ბევრი რამ ასწავლა და დაანახა ირანს, მიახვედრა, რომ ის ურთიერთობები, რაც აღდგა ამერიკასთან, მოსაფრთხილებელია, აქ შეცდომის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთმა შეცდომამ ირანი ერთხელ უკვე დააბრუნა მე–20 საუკუნიდან მე–10 საუკუნეში. მინდა ვთქვა, რომ მომავალში ირანში ევროპული სიო დაუბერავს. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები იქნებიან, მაგრამ ირანელი ქალები ხიჯაბებსა და ჩადრებს მოიშორებენ. ამერიკას კი თავისი გეგმები აქვს საქართველოს მიმართ და აქ ვერანაირი ძალები გავლენას ვერ მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე!
2016 წელი, 20 დეკემბერი
ახალი პარლამენტი ისეთი სახით შეივსო, რაც, ვხედავ, ხალხისთვის მიუღებელი იქნება. განსაკუთრებით, ოპოზიცია!!! ეს ის ოპოზიცია არ არის, ვისაც ხალხი მოუსმენს. ნაციონალების მოღვაწეობა ძალიან კარგად ახსოვთ. პარლამენტში დიდი ცვლილებები იქნება, ბევრი დატოვებს პარლამენტს და მათ ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ. ზუსტად მათი პოლიტიკური ქმედებები გამოიყვანს საქართველოს ჩიხიდან და ქართულ პოლიტიკას სწორი მიმართულება მიეცემა. დიახ, ეს ის პოლიტიკაა, ვხედავ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გადაარჩენს. ვხედავ, ლარის კურსი, ასე თუ ისე, მაინც დასტაბილურდება. ისე, დოლარი საერთაშორისო ვალუტაა მსოფლიოში და ესეც გაითვალისწინეთ. ამით პასუხი გაცემულია. ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრება, თუმცა, რაც გადასატანია, უნდა გადავიტანოთ. ვიმეორებ: საქართველოს კოსმოსი გადაარჩენს. საქართველო ვითარდება და სრულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება იმ რთულ პოლიტიკურ მორევში, რომელიც დღეს ბობოქრობს მსოფლიოში. 2017 წელი რთული და მძიმე წელია არა საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთი ძალიან გააქტიურდება საქართველოს მიმართ. 24 საათიანი აგიტაცია–პროპაგანდა ქვეყანას, ქართველებს, ვხედავ, ძალიან გააღიზიანებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს. დღეს თითქოს ყურადღება მოდუნებულია, სულ სხვა პრობლემებია, უფრო მძიმე და მთელი ქვეყანა მათზეა გადართული, მაგრამ ერი სწრაფად გამოფხიზლდება და რუსული პოლიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს. რუსეთი საქართველოში წააგებს. ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე თითქოს დიდი ცვლილებები ხალხისთვის დიდ შვებას არ წარმოადგენს. „ეს არის ბრძოლა სკამებისთვის, ისინი საკუთარი კარიერისთვის იბრძვიან“, — ასე ფიქრობს ხალხი. ასეთი განწყობა კი ძალიან საშიშია. მთავრობას დიდი მუშაობა დასჭირდება, რათა ყველაფერი ეს, ანუ რევოლუციური ტალღა შეაჩეროს. ვხედავ, შავ ზღვაზე ბრძოლები ძალიან რთულ ვითარებას ქმნის, თითქოს ყველაფერი ომისკენ მიდის. საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შავი ზღვის ზოლზე — სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ამერიკა ამას აუცილებლად გამოიყენებს. მრავალჯერ ვიხილე ქართულ პორტებში ამერიკული სამხედრო გემები. გაიგეთ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი შავი ზღვა. მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია, მაგრამ ვხედავ, ეს ცვლილებები ევროპას ვერ დაანგრევს, პირიქით, ევროპა ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ამერიკა რა პოზიციას დაიკავებს, უფრო სწორად, მისი პრეზიდენტი, ევროპას სულაც არ აინტერესებს. ასე რომ, უამრავი სიურპრიზი ელით ამერიკის პრეზიდენტსაც და რუსეთისასაც. თუმცა მომავალში ვხედავ, მათ ერთმანეთი ძალიან სძულთ. არც პუტინია, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი, და არც ტრამპი — ამერიკა. მოკლედ, მათი მორიგება დროებითია. ისინი რკინის ფარდას უფრო აღმართავენ, ვიდრე მორიგდებიან. ისე, ეს ორი პრეზიდენტი ძალიან ჰგავს ერთმანეთს — განსაკუთრებით, ხასიათებით. ისინი, ვიმეორებ, ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ახლო მომავალში კი მთელი ამერიკა თავის პრეზიდენტს დაუპირისპირდება. ფრთხილად! ნუთუ ვერ ისწავლეთ, რომ ხალხი წყვეტს საბოლოოდ ყველაფერს?! ამინ!!!
2017 წელი, 30 იანვარი
ვხედავ, დონალდ ტრამპისგან ყველაფერი მოსალოდნელია. მას ნამდვილად ჩაფიქრებული აქვს ანტირუსული სანქციების გაუქმება. ამერიკის ახალ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიდი დიპლომატია, რომ ამ საკითხში გამარჯვებული გამოვა და მსოფლიოში დიდი პოლიტიკოსის სახელს დაიმკვიდრებს. ეს იქნება დიდი თამაში, რომელსაც გამარჯვება არ აწერია. საკუთარი ადმინისტრაციაც შეეწინააღმდეგება ამერიკის პრეზიდენტს და მთელი დანარჩენი ამერიკაც. მართალია, თავისი ხალხით აკომპლექტებს და კიდევაც დააკომპლექტა ტრამპმა მთავრობა, მაგრამ ისინიც კი წინააღმდეგნი წავლენ და საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. რუსეთი ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვხედავ, სანქციებმა გაანადგურეს ის და დარჩა მხოლოდ ყბადაღებული რეკლამები და აგიტაცია-პროპაგანდა. რუსეთის პრეზიდენტს მტერი ენდოს. რაღა თქმა უნდა, ნათელი აზრები არ აქვს ამერიკის მიმართ. ის სარგებლობს ამერიკის პრეზიდენტის „უცოდინრობით“ — ასე ამბობს თავად — აქვს ფარული გეგმები, რითაც აშშ-ის ლიდერს მართლა გააცოფებს მომავალში და ერთმანეთს მაგრად დაუპირისპირდებიან. ეს კი საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს და ასრულდება ის, რასაც მრავალი წელია, ვწინასწარმეტყველებ. ასე რომ, ამერიკისა და რუსეთის მორიგებას სამყარო ნუ ელოდება!
2017 წელი, 20 თებერვალი
გასაოცარი სიზუსტით ასრულდა, რაც ეკლესიაზე, საპატრიარქოზე ვიწინასწარმეტყველე 13-17 წლის წინ. ეს ყოველივე დაფიქსირებულია გაზეთებში, ჩემს წიგნებში… ფაქტები უტყუარია, რა თქმა უნდა. აგორებული ტალღა „ციანიდის საქმეზე“, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდება, უსინდისო თამაში დასრულდება. მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა +ლელა+ კაკულიამ ერთი სიტყვა ვთქვი, სიტყვა უფლის მიერ ნაკარნახევი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ის მეუფე გახდება! დიახ, ეს სენსაციური განაცხადია, მაგრამ ეს წინასწარმეტყველებაა და ასი პროცენტით ასრულდება. ფრთხილად, კოსმოსი ყველას თვალყურს გადევნებთ! თქვენ მიერ ამოთხრილ ორმოში თავადვე აღმოჩნდებით და საშველი არსაიდან იქნება. ბოროტებას, სიძულვილს, შურს, ბოღმას ანთხევთ, სიმართლე არ გაინტერესებთ? ჰოდა, მაგ სიმართლით გატარებთ კოსმოსი. ენერგია თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში ტაიფუნივით შემოიჭრება და ყველაფერს გადარეცხავს, არაფერს დაგიტოვებთ, თავბედს გაწყევლინებთ უფალი! ამინ!!! ნამდვილი ნათქვამია: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. დიახ, ეს შეჭმარიტებაა და ასეთია გზავნილი კოსმოსიდან. ვხედავ, საპატრიარქო არ დაწყნარდება. დიდი შიდაომები გარეთ გადაინაცვლებს, მღვდლები გაიფიცებიან, მიტინგებს გამართავენ და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. იმ პოლიტიკური მოვლენებში, რომლებიც განვითარდება საქართველოში, საპატრიარქოს ჩართვა გამორიცხულია. მრევლი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვის მისცეს ხმა, თუ რომელ პოლიტიკას დაუჭიროს მხარი. ეს ყველაფერი კი კოსმოსიდან იქნება მართული და ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, ვერავინ შეაჩერებს. ვხედავ, მოდის ახალი პატრიარქი: ახალგაზრდა, განათლებული. მასში დიდი ენერგიაა ჩადებული, კარგად იცის, რა თამაშებიცაა პოლიტიკაში და როგორ ითამაშოს. ის ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მთავარი კი ის არის, რომ მას სწამს, სჯერა ქართველი წინასწარმეტყველი +ლელა+ კაკულიასი — როგორც მის წინამორბედ პატრიარქ ილია მეორეს. ამიტომ მას დიდი ძალა ეძლევა კოსმოსიდან. ეს ასეა. ამინ!!! მომავალში საქართველოს პატრიარქი ეყოლება, ვხედავ, და ყველაფერი ირგვლივ დამშვიდდება. ვხედავ, საქართველო დიდი დაცვითი ბადით არის გარშემორტყმული. კოსმოსი გვიცავს. დიდი პიროვნება საქართველოს დატოვებს — მოულოდნელად დატოვებს…
2017 წელი, 11 მარტი
ახლო აღმოსავლეთი კიდევ უფრო დაიძაბება. ყველაზე საინტერესო იქნება ამერიკის პრეზიდენტის ურთიერთობა ისრაელის ლიდერთან. ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა ისრაელისადმი დიდ დარტყმას მიაყენებს პირველ რიგში რუსეთს. ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს — რომელიც ცდილობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მტრედის როლში გამოვიდეს და ნომერ პირველ, წამყვან ქვეყნად წარმოჩინდეს, თითქოს რუსეთი ამერიკაზე უფრო ძლიერია — არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს. თუმცა, არა მარტო მას. ამ ჭიდილში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თურქეთის პრეზიდენტიც, რომელმაც ისეთი გამოუსწორებელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ, რომ თურქეთს მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის მეგობარი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ისინი თამაშობენ იმ პოლიტიკას, რაც მათ სახელმწიფოებს აწყობთ… და ამ დროს თურქეთის პრეზდენტი ამერიკის პრეზიდენტის მითითებით თამაშობს რუსეთთან. ამაზე მალე ყველა ალაპარაკდება. ევროპა — ეს არის სატყუარა რუსეთისთვის, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ ილაშქრებს და ეს ყოველივე დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს და რუსულ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში. ამერიკამ თითქოს მოქმედების არეალი დაუთმო რუსეთს და აკვირდება, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს რუსეთის პრეზიდენტი. აი, როცა რუსეთის პრეზიდენტი ჩიხში მოემწყვდევა, მაშინ გადადგამს ამერიკა სერიოზულ ნაბიჯებს. „ვინ ხარ შენ, რუსეთო? ჩვენ ვართ და ვიქნებით წამყვანის როლში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში“, — განაცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. ამას მოჰყვება დიპლომატიური ომები. სირიასთან (განსაკუთრებით) დაკავშირებით რუსეთი ჩაფლავდება და რუსეთს ზედ დააყოლებენ ბაშარ ასადსაც. მერე ყველაფერი მოიმართება ირანის წინააღმდეგ. ირანთან გატარებული რუსული პოლიტიკა მეტად ღია და უტვინო თამაშია. მაგრამ ირანი დაიჯერებს, რომ თვითონაც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთთან ურთიერთობით კიდევ მეტი სიძლიერე ემატება. თუმცა ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშს ჰგავს. ირანი ისეთ პოლიტიკას გაატარებს, სადაც დიპლომატიური ნაბიჯები არ არსებობს. რაღაცით რუსეთის პრეზიდენტს ბაძავენ. ეს მათი დასასრულია. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს, რომ ისრაელი ირანს დაარტყამს. ისინი წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ ირანის იმ ადგილებზე, სადაც ბირთვული იარაღი აქვს და ერთ ეგზემპლიარადაც არ დაუტოვებენ. სხვათა შორის, ირანი მარტო აღმოჩნდება ისრაელის, ანუ რეალურად ამერიკის პირისპირ —არცერთი მუსლიმური სახელმწიფო ირანს გვერდში არ ამოუდგება. ვხედავ, ირანში დიდი ცვლილებები იქნება მთავრობის ხაზით. მათი სამღვდელოება, ვხედავ, ვერ მართავს ირანს. მე წარსულში, 2013 წლის 15 აპრილს ვიწინასწარმეტყველე, რომ ირანი სახეს იცვლის და იგი სულ სხვა სახელმწიფოდ მოგვევლინება მომავალში — თანამედროვე, თითქმის ევროპულ სახელმწიფოდ; რომ აღდგება შაჰის ხელისუფლება, რომ ეს იქნება შაჰების ძველი შტოს ახალი გაგრძელება და ეს ყველაფერი მოხდება ამერიკისა და ევროპის დახმარებით. ამას ირანში ვერავინ შეაჩერებს. მაშინ ისიც ვიწინასწარმეტყველე, რომ ირანის სულიერი მამების, აიათოლების გავლენა შესუსტდება და საერთოდ გაქრება, ხოლო მუსლიმური რელიგია მომავალში ერთი ფრთის ქვეშ მოექცევა, ანუ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება აღმოიფხვრება და ეს ორი მიმდინარეობა ლამის ერთ მიმართულებად ჩამოყალიბდება. დიახ, დღესაც იგივეს ვიმეორებ და ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ასრულდება. ვხედავ, შავ ზღვაზე ამერიკული გემები ისევ ჩამოდგებიან — როგორც ეს არაერთხელ ვიწინასწარმეტყველე წარსულში და რაც უკვე ბევრჯერ მოხდა — და ამით ამერიკა თურქეთსაც წაუხდენს ხასიათს. ის ოცნებები, რომ თურქეთი ძლიერი სახელმწიფოა და რაღაცას მიაღწევს, გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების გამო პირიქით, უარყოფითად შეუბრუნდება თურქეთს. ამერიკა პატარ-პატარა დარტყმებს მიაყენებს თურქეთს და სწორედ აქედან დაიწყება ისევ მათი პოლიტიკური თანამშრომლობა, ერთიანი პოლიტიკის გატარება შავ ზღვაზე, სადაც ამერიკული ხომალდები, დიახაც, ჩამოდგებიან. მუსლიმური სამყარო და მუსლიმური ქვეყნები 180 გრადუსით შეიცვლებიან და ეს ცვლა მომავალში განაპირობებს ლტოლვილების დაბრუნებას თავიანთ სამშობლოებში. ეს იქნება ამერიკის პრეზიდენტის მოთხოვნაც, არცერთი და ვერცერთი ლტოლვილი ვეღარ დარჩება ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში. ევროპა ამოისუნთქავს. იცვლებიან პრეზიდენტები და სახელმწიფოების სათავეებში მოდიან ისეთი მმართველები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ხისტ პოლიტიკას გაატარებენ. არადა, ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტს რატომღაც ჰგონია, რომ აუცილებლად ისეთი პრეზიდენტები მოვლენ, რომლებიც მასთან ძალიან დადებით ურთიერთობებს დაამყარებენ. ასე ეგონა ამერიკის პრეზიდენტზეც, მაგრამ… ვხედავ, ნატოს ყველაზე ძლიერი ბაზები ევროპაში იქნება, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოში განთავსდება. შემოიტანენ უამრავ იარაღს — რამდენადაც საქართველო არის ევროპა-ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესი წერტილი. ამაზე ხმამაღლა დაიწყებენ საუბარს, აგიტაცია-პროპაგანდას, და ეს რუსეთი მაგრად დაამუხრუჭებს. დღეს ამას ვერც წარმოიდგენს, მაგრამ სხვა გზა არ ექნება. საქართველოში კი ვხედავ დიდ ცვლილებებს და ეს ცვლილებები განაპირობებს ამერიკისა და ევროპის დიდ მხარდაჭერას. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ ამერიკა თავის პოლიტიკას გაატარებს და რაკეტებს კი არა, უარესსაც განათავსებს. საერთოდ კი მომავალში ერთიან, დიდ სახელმწიფოს — გაერთიანებულ კორეას ვხედავ. ვხედავ, ამერიკა ერთ პატარა მოქმედებას განახორციელებს ჩინეთში, რაც ძალიან დაარტყამს ჩინეთის ეკონომიკას (საერთოდ, რომ იცოდეთ, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს საიმისოდ, რომ ესა თუ ის ქვეყანა შეაჩერონ). ჩინეთის პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი გამოთათხავს. და უფრო მეტიც: ვხედავ ბრძანებას, რომ ამერიკის უნივერსიტეტებში არცერთი ჩინელი არ მიიღონ. დიახ, ასეთი რამ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია, თანაც ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. იმასაც განაცხადებს, რომ ამერიკას ვერცერთი ქვეყანა ვერასდროს გაასწრებს… ვიმეორებ: არცერთი პრეზიდენტი რუსეთს მხარს არ აუბამს, ეს გამორიცხულია. ამერიკა ისეთ დაცვით ბადეს ააგებს რუსეთსა და ევროპას შორის, რომ რუსეთი ვერასდროს გადალახავს ამ ჩაკეტილ ზონას. სხვათა შორის, შავ ზღვასთან დაკავშირებით ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებები მიდის და ამერიკა აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებას მოითხოვს. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს, რომ რუსეთი საკუთარი ხელით დაგვიბრუნებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და სწორედ აქედან დაიწყება ასრულება. ვხედავ, უკრაინა — ეს არის მთავარი დიდი პრობლემა რუსეთის პრეზიდენტისა. უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს. ბრძოლებს განაგრძობს მანამ, სანამ თავის ტერიტორიებს არ შეიერთებს და შეიერთებს კიდეც. უკრაინას აქვს ულევი რესურსი საიმისოდ, რომ დაუსრულებლად იომოს. ის პოლიტიკა, რომელსაც მსოფლიოს დასანახად ატარებს უკრაინა — არის ერთი, მაგრამ რასაც ფარულად აკეთებს ამერიკასთან მოლაპარაკებით — არის მეორე. ასე რომ, მსოფლიო იხილავს: 1. იმ თამაშებს, რაც აგიტაციასა და პროპაგანდაზეა დამყარებული; 2. რომ ქვეყნების პრეზიდენტები არ უთმობენ რუსეთის პრეზიდენტს არაფერს. სხვათა შორის, რუსეთის პოლიტიკა აზერბაიჯანთან მიმართებაში არ გაამართლებს, ვინაიდან თვითონ აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ენდობა რუსეთს — თავს უქნევს და უღიმის, მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობს. საბოლოო ჯამში, რასაც მოსთხოვს რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს, იმაზე უარს მიიღებს. ვხედავ, რუსეთს „არმენიასთან“ (სომხეთთან) დაკავშირებული პოლიტიკა და იქ განთავსებული ბაზები არაფრად არგია. ის ცვლილებები, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდება, განაპირობებს იმას, რომ ამ ბაზას არ ექნება არავითარი მნიშვნელოვანი ფუნქცია.რუსეთმა ისე გადათელა სომხეთი, რომ ის სახელმწიფო არცაა დღეს. მსოფლიოს დაავიწყდა, რომ სომხეთი არსებობს. სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტი მოსპობს სომხურ ლობირებას, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც „არმენია“ ატარებს, ნამეტანი არ მოსწონს არც ამერიკას და არც ევროპას. „ლობირება გაუწიონ რუსებმა“, — ასე უტყვის ამერიკის პრეზიდენტი. ფაქტობრივად, „არმენია“, როგორც რუსეთის მყარი დასაყრდენი ბაზა, ისე მიიჩნევა. ვხედავ, ბევრი მუსლიმი დატოვებს გერმანიას. ასევე გაიწმინდება საფრანგეთიც და სხვა დანარჩენი ქვეყნებიც. ვხედავ, მექსიკასთან საზღვრის მთელ გაყოლებაზე კედლის აშენების საკითხს ტრამპი ისეთი ენთუზიაზმით შეუდგა, რომ ყველას სჯერა მისი აგება. მაგრამ მე ვხედავ, რომ კედელი არ იარსებებს. ტრამპის ამ უდიდეს წამოწყებას ასრულება არ აწერია. რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობას, ტრამპს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მისი აზრით, მხოლოდ ამერიკას კი არა, ევროპასაც გადაარჩენს, მაგრამ ტრამპის ხუშტურები — ასე ვხედავ, მის კაბინეტს არ გასცდება. ის საბოლოოდ ყველას დაიპირისპირებს. ვხედავ, ევროპაში მოდიან ნაციონალები, რომლებიც პუტინს ძალიან ააფორიაქებენ და არც ამერიკის პრეზიდენტს დაუთმობენ რამეს. უბრალოდ, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა შოკში ჩააგდო ევროპა, რომელიც მალე გამოვა შოკიდან და პირიქით შეუბრუნებს მას ყველაფერს. ვხედავ, ნატო ძლიერი ორგანიზაციაა და მას ვერავითარი ძალა ვერ დაშლის. ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ძალას არ დაუპირისპირდეს, მაგრამ მაინც დაუპირისპირდება. მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება, რაც არც ამერიკას მოუტანს სიკეთეს. ძალიან მოკლე დროში მე ტრამპს — აშშ პრეზიდენტს — ვეღარ ვხედავ. ყველა წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს: „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტიცა და ქალი–პრეზიდენტიც. ვხედავ, სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით მოწყობილი კონფერენცია ასტანაში — ეს იყო მხოლოდ შეხვედრა იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის საკითხებს აწესრიგებსო, მაგრამ სირიას ამით არაფერი ეშველება. რუსულმა პოლიტიკამ სირიას სიკეთე არ მოუტანა. ნაკვერჩხალი ისევ ღვივის, ცეცხლი არ ჩამქრალა და სირიაში ომი ისევ გაღვივდება. დღეს რუსეთი ქულებს იწერს, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ მათმა პოლიტიკამ არ გაამართლა. ვხედავ, ისრაელის მიმართ შეცდომების დაშვებას აშშ ისევ განაგრძობს, მაგრამ მაინც ასრულდება ის წინასწარმეტყველება, რომ ისრაელი გამოვა რთული მდგომარეობიდან. ბენიამინ ნათანიაჰუსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ყველა გამოძიება ჩაქრება — ვერაფერსაც ვერ დაუმტკიცებენ. საერთოდ, ახლოა ის დრო, როდესაც ევროპა ერთ მუშტად შეიკვრება და რუსეთს დაუპირისპირდება. ევროპა მყარად დგას და არც ისეა საქმე, როგორ იმიჯსაც რუსეთი უქმნის, რომ თითქოს ამერიკაზე იყოს დამოკიდებული, არიქა, გადაგვარჩინეო. ჰოდა, ფრთხილად იყოს რუსეთის პრეზიდენტი — დიდ დარტყმას მიაყენებს ევროპა. კიდევ ერთი საკითხი ევროპასთან დაკავშირებით ისაა, რომ ევროპიდან მიგრანტების გაყრას დაიწყებენ, თანაც ისე, რომ ტრამპის ქმედება ბუმბულად მოეჩვენებათ. ისე მოიშორებენ თავიდან მიგრანტებს, რომ ერთსაც არ დატოვებენ. რუსეთს მოსთხოვენ მინსკის შეთანხმების შესრულებას. აქ საქართველოს საკითხიც მკაფიოდ ჩანს. რუსეთის პრეზიდენტს არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ. საქართველოს შიდაპოლიტიკაში კი მოულოდნელად დიდი, რადიკალური ცვლილებები მოხდება — დაწყებული პოლიტოლოგებით, მთავრობის წარმომადგენლებით დასრულებული. რუსეთი თავის პოლიტიკას საქართველოში ვერ გაატარებს. საქართველო ევროპის გზას არცერთ შემთხვევაში არ გადაუხვევს. მინდა აღვნიშნო, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, ეგრეთ წოდებული BREXIT, არასწორია, რაც უარყოფით ქულებს მოუტანს ქვეყანას. ვხედავ, მომავალში მოვა დრო, როდესაც დიდი ბრიტანეთი ისევ შეცვლის გადაწყვეტილებას და ევროგაერთიანებას დაუბრუნდება. (გაგრძელება იქნება)”- ვკითხულობთ პოსტში.