“დილიდან კარგი ამბავია,ვახო ქუჩაში წლები ცხოვრობდა,ბოლოს ნანგრევებში ეძინა,თქვენი დახმარებით..” – ნახეთ რა კარგი ამბავი ვრცელდება

0

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც აკა წერს, საზოგადოების დახმარებით, ვახოს, რომელსაც ქუჩაში ეძინა, ამჯერად უკვე სახლი აქვს და სამსახურსაც ეძებს.
ამასთან, ვახოს მოუგვარეს მხედველობის პრობლემაც.
„დილიდან გაგახალისებთ 😍😍😍😍😍 ❤️❤️❤️

ვახომ ქუჩაში რამდენიმე წელი გაატარა. ბოლოს ნანგრევებში ეძინა, მხედველობა თითქმის დაკარგა და თითქმის სულ მშიერი, ვერც მუშაობდა და ვერც დახმარებას იღებდა. მართლა საშინელება გაიარა.

💫💫💫 თქვენი დახმარებით – ვახოს აქვს სახლი, სადაც იცხოვრებს. ცხოვრებაში პირველად აქვს სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი ❤️❤️❤️ ახალი ტანსაცმელი, ცხელი წყალი და სუფთა საწოლი.

💫💫💫 ვახოს გავუკეთეთ თვალებზე ოპერაცია, ვუმკურნალეთ და ორივე თვალში აღუდგა მხედველობა ❤️❤️ რას ნიშნავს ეს ადამიანისთვის, ვერც წარმოიდგენთ ❤️❤️

დაენიშნა სოციალური დახმარება და უკვე მუშაობაც შეუძლია ❤️ თქვენი, ყველას დახმარებით, ახალი ადამიანია ❤️ სამსახურს ეძებს და ცოლის მოყვანა უნდა 😂❤️❤️❤️

მილიონი მადლობა, ყველას, სათითაოდ“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

Share.