გვიან ღამით საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ თუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი.გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
რდაცვლილები არიან ასევე 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ნასრაძე საგარეჯოში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. ასევე დაღუპულები არიან ნოდარ რჩეულიშვილი და ზაქრო მათიაშვილი.