“დაჭრილია 3 ადამიანი და სასტიკად მოკლულია 1..” – ნახეთ წუხელ ოჯახს მიუვარდნენ, დაჭრილებს შორის მეზობლებიც არიან

0

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, წუხელ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს სახლში დანით შეიარაღებული 2 პირი მიუვარდა – მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 ადამიანი. მოკლულია 25 წლის მამაკაცი.წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილებს შორის მეზობლებიც არიან. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება.

Share.