12 წლის წინ ამსტერდამში უსახლკარო ქუჩის მაწანწალა სკამზე იყო ჩამომჯდარი, როდესაც ემი ამრაჰამსონს საათი ჰკითხა.ასე დაიწყო ამ არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია.
ვინმეს 12 წლის წინ რომ ეთქვა, მე ცოლად გავყვებოდი უსახლკარო ლოთს, ვიფიქრებდი მასზე, რომ მთლად დალაგებული ვერ არის, არა და ეს მოხდა.
30 წლის ვიყავი, მარტოხელა მაგრამ ბედნიერი და წარმატებული მწერალი, როდესაც შემიყვარდა უსახლკარო მამაკაცი, რომელიც ბუჩქებში ცხოვრობდა, უსაქმური, შემოსავლის და პერსპექტიული კარიერის გარეშე . მე თვითონ აკადემიური ოჯახიდან ვარ:მამაჩემი საზღვარგარეთის კორესპონდენტი იყო, სად აღარ გვიცხოვრია:შვედეთი, საბჭოთა კავშირი, ავსტრია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი, ოჯახში სადილობის დროს ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე და მსოფლიო მოვლენებზე.
2006 წლიდან ვცხოვრობდი ვენაში, საკუთარ ბინაში საყვარელ კატა ვისკისთან ერთად, მაშინ გავიცანი მამაკაცი, რომელთანაც ოთხწლიანი ურთიერთობა ცუდად დასრულდა, ამის შემდეგ არ ვიყავი წინააღმდეგი სხვა მამაკაცს შევხვედროდი, მყავდა მეგობრები, მხიარული სოციალური ცხოვრება და წარმატებული კარიერა.
შემდეგ იმავე წლის სექტემბერში სამსახურიდან რამდენიმე კვირით ამსტერდამში გამიშვეს.ერთ კვირა დღეს ლეიდსეპლეინის პარკში ჩამოვჯექი დასასვენებლად, მეგობარს ველოდებოდი, ჩემს გვერდით იჯდა მამაკაცი.
“ხომ არ იცით რა დროა?”-მკითხა.
“შვიდს უკლია ათი წუთი”-ვუპასუხე, არა და მის წინ უზარამაზრი საათი ეკიდა.
გვერდულად შევათვალიერე, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, თმა და წვერი მტვრით ჰქონდა სავსე, ხელში გაცვეთილი პორტფელი ეჭირა(როგორც მერე გავიგე შიგ ედო სვიტერი, ბოთლი ლუდი და საძინებელი ტომარა), დავიწყეთ საუბარი და ჩემდა გასაკვირად, რამდენჯერმე გულიანად გამაცინა, ამასთანავე დავაკვირდი და საკმაოდ სიმპატიური იყო და ჰქონდა ყველაზე დიდი თაფლისფერი თვალები, რომელიც ოდესმე მინახავს.
10 წუთი გავიდა და ჩემი მეგობარიც მოვიდა, წამოვდექი სკამიდან და დავემშვიდობე, მან კი მომაძახა.”შაბათს სამ საათზე ისევ ამ სკამზე გელოდები”, წამოდგა და წავიდა.
ჩემს მეგობარს გაოცებული ვუყურებდი, ვიღაც ქუჩის მაწანწალამ მიბრძანა შაბათს ისევ ამ სკამთან მოვიდე? თან როგორ დარწმუნებით მითხრა!სრული უაზრობა..
არა და მთელი კვირის განმავლობაში მასზე ვფიქრობდი, გაოროებას ვგრძნობდი: ერთი მხრივ მისი საშინელ ჩამოძონძილ მდგომარეობაზე, მეორე მხრივ კი იყო რაღაც ინტუიციური, რაც მისკენ მიბიძგებდა .
დადგა შაბათი და 3 საათზე ისევ იმ ძელსკამზე ჩამოვჯექი, ველოდები, გავიდა უკვე 20 წუთი, უკვე წამოვლას ვაპირებდი, როდესაც პარკში ველოსიპედით გამოჩნდა.
“დააგვიანე”-ვუსაყვედურე.
“არ მეგონა თუ მოხვიდოდი და ისე მაინც ყოველ შემთხვევისთვის გამოვიარე” -მიპასუხა ღიმილით.სიბრაზემ გამიარა, რადგან როცა შევათვალიერე, ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე მაშინ.
6 საათი გავატარეთ ერთად, დავსეირნობდით ამსტერდამის ქუჩებში, მან მითხრა, რომ ჰქვია ვიკი, წარმოშობით პოლონეთიდანაა, არის 25 წლის(არა და წვერებში უფრო დიდის შესახედაობა ჰქონდა), ცხოვრობდა კანადაში, მუშაობდა მუშად სხვადასხვა დაბალშემოსავლიან სამსახურებში, შემდეგ კი გადაწყვიტა ევროპაში ემოგზაურა, ფული შემოელია და ახლა სადაც დაუღამდება იქ ათენებს:თუ წვიმაა ხიდის ქვეშ, ხან პარკში ბუჩქებში, მუყაოსგან გაკეთებულ თავშესაფარში.
რაც ვიკიში მომეწონა, იყო ის, რომ იყო ძალიან ხუმარა, მხიარული და ოპტიმისტური ადამიანი.
ამსტერდამში ყოფნის დროს მას კიდევ სამჯერ შევხვდი, ხოლო როდესაც ვენაში დავბრუნდი მაინც მასზე ვფიქრობდი, ამასთანავე ჩემს გრძნობებს ვებრძოდი, ის არ იყო ჩემი შესაფერისი, განსხვავებული მსოფლმხედველობით, გაუნათლებელი და უპერსპექტივო კარიერით, ამასთანავე ბევრს სვამდა და კიდევ რაღაც-რაღაცეების მიღებაზეც არ ამბობდა უარს.იყო ჩემზე უმცროსი და ცხოვრობდა ბუჩქებში.
მიუხედავად იმისა, რომ მას ტელეფონი არ ჰქონდა, ნომერი მაინც დავუტოვე.წერილსაც ვერ მივწერდი, საეჭვო იყო ნიდერლანდების ფოსტას თავი შეეწუხებინა ვიღაც უმისამართო ბუჩქებში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცისთვის წერილი მიეწოდებინა.
არც მიფიქრია, რომ მას ოდესმე შევხვდებოდი, მაგრამ აი გადის სამი კვირა, დილით სამსახურში ვაპირებდი წასვლას, როდესაც მობილურზე დამირეკეს.
“აქ ვარ ვენაში”-მოისმა ვიკის ხმა, თურმე ამსტერდამში კერძო სამუშაო შეუსრულებია, ფული დააგროვა და თვითმფრინავის ბილეთი შეუძენია.
მას შემდეგ ერთად ვართ, ორი წლის შემდეგ ვიქორწინეთ ვენაში, სადაც ორივე ოჯახის მშობლები ესწრებოდნენ, შეგვეძინა ტყუპები-ტილი და დესტა, ამჟამად ვცხოვრობთ შვედეთში, ვიკი ინჟინერ -მექნიკოსად მუშაობს და იგი არის შესანიშნავი მეუღლე და კიდევ უფრო მოსიყვარულე მამა.