“დანა იმდენჯერ ჩაარტყა ცოლს სხეული დაფლეთილი იყო,ეს არ იკმარა და შემდეგ ისეთი რამ გააკეთა..”

0

ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში – ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქალი შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.“მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები” ამბობს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, თვითდაზიანება მისმა ქმარმაც მიიყენა, მას კლინიკაში ოპერაცია უკვე ჩაუტარეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცი ხშირად სვამდა.

დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით ქალს სასიკვდილო ჭრილობები ქმარმა მიაყენა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

Share.