კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი გარდაიცვალა. სოფელ ჯიმითში, 33 წლის ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ, მინდორში, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც ტყვია თავის არეში მოხვდა.
სამწუხაროდ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარიდან მალევე ერთი პირი დააკავეს და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ვისაც იარაღი გაუვარდა ის ბიჭი ლევანის მეგობარი, მისი სტუმარი იყო, ძმაკაცობდნენ ბიჭები.
შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.