“დაინახა რომ ბერძენი კაცი მის ქალიშვილს… შვილს დედა გადაეფარა და კობას შუბლში ესროლა..” – ნახეთ რატომ მოკლა ბერძენმა კაცმა ქართველი მამაკაცი

0

სა­ბერ­ძნეთ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, კობა აშო­ტია მოკ­ლეს, ხოლო მისი მე­უღ­ლე დაჭ­რეს. 74 წლის ბერ­ძენ­მა კაც­მა 50 წლამ­დე ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცოლ-შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის დაჭ­რი­ლი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გახ­და მა­მა­კა­ცებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი, არა­ერ­თი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი მო­საზ­რე­ბით, ბერ­ძე­ნი მა­მა­კა­ცი გა­ღი­ზი­ან­და, რად­გან მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი­დან, არა­ერ­თგზის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კე­ბი არ წყდე­ბო­და.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბულ­სა და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს კარ­გი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. მათ შო­რის სა­ბე­დის­წე­რო კონ­ფლიქ­ტი კი გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო.

“პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ ის, რომ კობა უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ჰყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი. იმ დღეს კო­ბას 12 წლის გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე იყო. ეს ბერ­ძე­ნი კა­ციც იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. კო­ბას შე­უმ­ჩნე­ვია, რომ ბერ­ძე­ნი კაცი მის გო­გოს ცუ­და­დ ეხე­ბო­და, არ მო­სოწ­ნე­ბია და და­უ­წყი­ათ ჩხუ­ბი. ამ კაცს პე­დო­ფი­ლის სა­ხე­ლი აქვს. აფრ­თხი­ლებ­დნენ კო­ბას და მის ცოლ­საც ამის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი იყო მათი ოჯა­ხის­თვის, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს გაფრ­თხი­ლე­ბა.

სტუმ­რე­ბი რომ და­ი­შალ­ნენ, ესე­ნიც და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, შუ­ა­ღა­მეს მი­უ­ვარ­და სახ­ლში ია­რა­ღით კო­ბას ის კაცი. კო­ბას თავ­ში ეს­რო­ლა და აპი­რებ­და თურ­მე ბავ­შვის მოკ­ვლა­საც, შვილს დედა გა­და­ე­ფა­რა და ხელ­ში და­იჭ­რა. ახლა უკეთ არის დაჭ­რი­ლი, პა­ლატ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.” – გვიყ­ვე­ბა ქარ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი.

ბერ­ძე­ნი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თა­და­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს.
წყარო:ambavi.club

Share.