“დაგვამადლეს გადარჩენა და მატყუარებიც გვიწოდეს..” – ნახეთ შოვის სტიქიას გადარჩენილი ირაკლი კობახიძეზე

0

“”გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს” – შოვში სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს. მმართველი გუნდის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ “გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”. მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

“გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე”, – დაწერა მარიამ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 21 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.
წყარო: anews.ge

Share.