“გუშინ ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის გოგონა ცნობილი პიანისტი აღმოჩნდა..” – ნახეთ ვინ იყო გოგონა

0

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი თავისი მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ წერს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
,,უდიდეს ტკივილს განვიცდით😪😪😪 ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი😪🖤
ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე.

უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!😪🙏🖤” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მარიამ ბოყოველი მესამე სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებული იყო. ახალგაზრდა პიანისტი თიბისი ბანკის სტიპენდიანტი იყო.

15 წლის გოგონა ორი დღის წინ მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

Share.