ახლახანს სდასუ-ს ოფიციალურმა Facebook-გვერდმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
„საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ზურაბ ნემსაძის გარდაცვალების გამო.
ზურაბ ნემსაძე საქართველოს დავით აღმაშნებლის სახელობის უნივერსიტეტში 2019 წელს ჩაირიცხა, ის გამორჩეული იყო თბილი, მეგობრული ურთიერთობებით და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ზურაბ ნემსაძის ოჯახს, მეგობრებსა და კურსელებს. უმძიმესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად სრულდება. უფალს ებარებოდეს მისი ნათელი სული!“ , – აღნიშნულია განცხადებაში.