“გული გაუჩერდა და.. ინფარქტმა დაარტყა..” – ნახეთ ამ წამს ზურა ბერიკაშვილზე უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა

0

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობ ზურა ბე­რი­კაშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა – მას გული გა­უ­ჩერ­და. ამის შე­სა­ხებ აუ­დი­ტო­რი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსა­ხი­ო­ბის დამ მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა აც­ნო­ბა. ყველამ ერთად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ზურა ბერიკაშვილს და კომენტარებში ბევრი თბილი სიტყვა დავუწეროთ.
ambebi.ge მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­გე­ბად მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

– მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ მძი­მეა, თუმ­ცა, რო­გორც MRT-ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვის ტვი­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ არის. კვლავ არის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და არის კო­მა­ში. რე­ა­ნი­მა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უკვე ჩაქ­რა, თირკმე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ყვე­ლა ორ­გა­ნო მწყობ­რშია. ახლა ვე­ლო­დე­ბით კონ­სი­ლი­უმს გერ­მა­ნელ ექი­მებ­თან, რომ სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რად­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა თა­ვის ტვი­ნი და მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან მოხ­სნა.

– მის ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა ხომ არ ჰქონ­და?

– არა­ნა­ი­რი… სა­ერ­თოდ, ზუ­რი­კო 22 წლის ასა­კი­დან ინ­სუ­ლინ­ზეა, დი­ა­ბე­ტი აქვს. თურ­მე “დი­ა­ბე­ტი­კებს“ არ აქვთ ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფარ­ქტმა ისე და­არ­ტყა, ტკი­ვი­ლი არ უგ­რძნია. უკა­ნა კე­დე­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც კი მოხ­და გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა (გული საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად გა­ჩერ­და), მა­ში­ვე სტენ­ტი ჩა­უდ­გეს. ერთი სტენ­ტის ჩად­გმა დას­ჭირ­და, მაგ­რამ ტვი­ნი და­ზი­ან­და.

– ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია?

– არა, ბუ­ნებ­რი­ვი კო­მაა… სა­ოც­რე­ბა გა­ა­კე­თა სას­წრა­ფომ, 7 წუთ­ში გაჩ­ნდნენ და მათ გვა­ჩუ­ქეს ზუ­რას სი­ცო­ცხლე, მარ­თლა სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნეს, შემ­დგომ უკვე კლი­ნი­კამ – რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა გუ­ლი­კო ქი­ლიფ­თარ­მა და მის­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა.

– ზუ­რას მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

– დიდი მად­ლო­ბა.

ყველამ გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ ზურა ბერიკაშვილს.

Share.