“აი როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს..” – ნახეთ მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს

0

უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა ანას ლოცვით მომხდარი სასწაულების შესახებ, უკვე მთელმა საქართველომ იცის. საზოგადოებაში დიდი ინტერესის გამო, ჩვენმა ჟურნალმა ამის შესახებ, უკვე არაერთი წერილი გამოაქვეყნა. ჩვენ ამჯერადაც გავესაუბრეთ მასთან დასალოცად მისულ მრევლს, რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ, ამ მადლმოსილი მონაზონის მიმართ.ცარუ ადამია: 2015 წელს ექიმებმა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი, მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს. სწორედ იმ დროს, ღვთის ნებით გავიგე, რომ წყნეთის მონასტერში დედა ანა მოღვაწეობდა, რომელიც ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლით და ლოცვით ადამიანებს კურნავდა. როდესაც მასთან მივედი, მითხრა, შენ არ გაქვს სიმსივნე, ეს მხოლოდ ცხიმის დაგროვებააო. ვიფიქრე, დედა ანას ვეცოდები და ვარამს მიმსუბუქებს–მეთქი. მას შემდეგ ქიმიო–თერაპიის ექვსი კურსი გავიკეთე და ბოლოს ოპერაცია – რადიკალური მასტექტომია (მკერდის მოკვეთა).ამ ხნის განმავლობაში დედა ანასთან სიარული არ შემიწყვეტია. მოგეხსენებათ, ოპერაციის შემდეგ, მოკვეთილი ქსოვილის მორფოლოგიური კვლევა კეთდება. საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ არ არის აღმოჩენილი ატიპიური (კიბოს) უჯრედები, ადგილი აქვს ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზსო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან, მაშინვე დედა ანას სიტყვები გამახსენდა. დარწმუნებული ვარ, დედა ანამ ოპერაციის შემდგომი შედეგი იხილა და განჭვრიტა. მისი დიაგნოზი კი, მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ნათქვამი მეგონა. მადლობა უფალს,

რომ არსებობს დედა ანა, ჩვენთვის მლოცველი, რომელიც უამრავი ადამიანის ნუგეშია. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მას!

მაგული გობეჯიშვილი: საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე. ათი წლის წინ ერთ–ერთი მძიმე განსაცდელის ჟამს შევიტყვე დედა ანას შესახებ. მირჩიეს, წავსულიყავი მასთან. მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ერთხელაც დიდი განსაცდელის წინაშე მყოფს, ექიმებისგან იმედგაცრუებულს, როცა საშველს ვეძებდი და აღარსად იყო, აცრემლებულს ჩემი მეგობარი რუსუდან პაიჭაძე მესტუმრა. მითხრა, რომ წინა დღით იმყოფებოდა დედა ანასთან და მირჩია დილითვე წავსულიყავი…
გამთენიისას რუსუდანთან ერთად, უკვე წყნეთში ვიყავი. თვალები ტირილისგან დასიებული მქონდა, ჩემი მეუღლე სიკვდილს ებრძოდა. აპარატზე იყო შეერთებული, აღარავინ ფიქრობდა, რომ გადარჩებოდა. საავადმყოფოს მთელი პერსონალი თვალებით მისამძიმრებდა. ის დალოცვილი აღმართი, რომ ავიარე და ავედი, დედა ანას საუფლოში შესული გავშტერდი, რაღაც საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, მეგონა სამოთხეში მოვხვდი. დარდისა და ტირილით ღამენათევს, თუ რამე დამამშვიდებდა არ მეგონა. შიგნით შესულს ველოდი დედა ანა დამლოცავდა, რჩევას მომცემდა და კრძალვით დავხარე თავი. მან შემომხედა და საკმაოდ მკაცრად დამტუქსა ჩემი ჩაცმულობის (ეკლესიისთვის შეუფერებელი კაბის) გამო. დალოცვით დამლოცა, მაგრამ საყვედურიც საკმაოდ მკაცრად მითხრა. იქვე, მუხლებზე მინდოდა დამეჩოქა და მომებოდიშა, მაგრამ მხოლოდ თავი დავხარე და ბოდიშის მოხდით გარეთ გამოვედი.
როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავსრელიგია
როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს — მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს
უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა ანას ლოცვით მომხდარი სასწაულების შესახებ, უკვე მთელმა საქართველომ იცის. საზოგადოებაში დიდი ინტერესის გამო, ჩვენმა ჟურნალმა ამის შესახებ, უკვე არაერთი წერილი გამოაქვეყნა. ჩვენ ამჯერადაც გავესაუბრეთ მასთან დასალოცად მისულ მრევლს, რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ, ამ მადლმოსილი მონაზონის მიმართ.ცარუ ადამია: 2015 წელს ექიმებმა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი, მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს. სწორედ იმ დროს, ღვთის ნებით გავიგე, რომ წყნეთის მონასტერში დედა ანა მოღვაწეობდა, რომელიც ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლით და ლოცვით ადამიანებს კურნავდა. როდესაც მასთან მივედი, მითხრა, შენ არ გაქვს სიმსივნე, ეს მხოლოდ ცხიმის დაგროვებააო. ვიფიქრე, დედა ანას ვეცოდები და ვარამს მიმსუბუქებს–მეთქი. მას შემდეგ ქიმიო–თერაპიის ექვსი კურსი გავიკეთე და ბოლოს ოპერაცია – რადიკალური მასტექტომია (მკერდის მოკვეთა).ამ ხნის განმავლობაში დედა ანასთან სიარული არ შემიწყვეტია. მოგეხსენებათ, ოპერაციის შემდეგ, მოკვეთილი ქსოვილის მორფოლოგიური კვლევა კეთდება. საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ არ არის აღმოჩენილი ატიპიური (კიბოს) უჯრედები, ადგილი აქვს ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზსო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან, მაშინვე დედა ანას სიტყვები გამახსენდა. დარწმუნებული ვარ, დედა ანამ ოპერაციის შემდგომი შედეგი იხილა და განჭვრიტა. მისი დიაგნოზი კი, მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ნათქვამი მეგონა. მადლობა უფალს, რომ არსებობს დედა ანა, ჩვენთვის მლოცველი, რომელიც უამრავი ადამიანის ნუგეშია. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მას!

მაგული გობეჯიშვილი: საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე. ათი წლის წინ ერთ–ერთი მძიმე განსაცდელის ჟამს შევიტყვე დედა ანას შესახებ. მირჩიეს, წავსულიყავი მასთან. მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ერთხელაც დიდი განსაცდელის წინაშე მყოფს, ექიმებისგან იმედგაცრუებულს, როცა საშველს ვეძებდი და აღარსად იყო, აცრემლებულს ჩემი მეგობარი რუსუდან პაიჭაძე მესტუმრა. მითხრა, რომ წინა დღით იმყოფებოდა დედა ანასთან და მირჩია დილითვე წავსულიყავი…
გამთენიისას რუსუდანთან ერთად, უკვე წყნეთში ვიყავი. თვალები ტირილისგან დასიებული მქონდა, ჩემი მეუღლე სიკვდილს ებრძოდა. აპარატზე იყო შეერთებული, აღარავინ ფიქრობდა, რომ გადარჩებოდა. საავადმყოფოს მთელი პერსონალი თვალებით მისამძიმრებდა. ის დალოცვილი აღმართი, რომ ავიარე და ავედი, დედა ანას საუფლოში შესული გავშტერდი, რაღაც საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, მეგონა სამოთხეში მოვხვდი. დარდისა და ტირილით ღამენათევს, თუ რამე დამამშვიდებდა არ მეგონა. შიგნით შესულს ველოდი დედა ანა დამლოცავდა, რჩევას მომცემდა და კრძალვით დავხარე თავი. მან შემომხედა და საკმაოდ მკაცრად დამტუქსა ჩემი ჩაცმულობის (ეკლესიისთვის შეუფერებელი კაბის) გამო. დალოცვით დამლოცა, მაგრამ საყვედურიც საკმაოდ მკაცრად მითხრა. იქვე, მუხლებზე მინდოდა დამეჩოქა და მომებოდიშა, მაგრამ მხოლოდ თავი დავხარე და ბოდიშის მოხდით გარეთ გამოვედი.image
დედა ანა მას შემდეგ ყოველდღე დავდიოდი. ალბათ მესამე ან მეოთხე მისვლისას, ჩემი მეუღლე უფრო დამძიმდა და ისევ აპარატზე მიაერთეს. ვთხოვე დედა ანას, რომ მისი ჯანმრთლობისთვის ელოცა, მან ილოცა და მითხრა, მისი სახელი ყოველდღე შემეხსენებინა. თვენახევრის შემდეგ მან დამაჯერებლად მითხრა, რომ ვანოს ფილტვებში ჩირქის ორმო ჰქონდა და გული არაფერ შუაში იყო. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა. სწორედ ეს ჩირქი იყო, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევდა.
სასწაული მოხდა, დედა ანამ სპეციალურად ილოცა მისი ფილტვების გაწმენდისთვის. იმ დღეს ვანომ ჟანგბადი მოიხსნა და ჩირქის ამოხველება დაიწყო. მთავარი სასწაული კი ის იყო, რომ ჩემი მეუღლე არ იცნობდა დედა ანას, მაგრამ როგორც კი თვალს დახუჭავდა ხედავდა, რომ დედა ანა მასთან იყო, სულ მასზე ფიქრობდა. დედა ანას ეს რომ ვუთხარი, მან უფალს მადლობა შესწირა.
მის ლოცვას საოცარი ძალა და მადლი აქვს. სიმღერა რომ აგეკვიატება, ზუსტად ისე ამეკვიატება ხოლმე ყოველდღე მისი ლოცვიდან, რომელიმე ფრაზა და მთელი დღე თავში მიტრიალებს, ვიმეორებ და ვიმეორებ დაუსრულებლად, სანამ ძილი თავს არ წამართმევს.

ჩემი მეუღლე ახლა ისევ საავადმყოფოშია, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება, მე ისევ დავდივარ წყნეთში და ყველა წუთს ყურში ჩამესმის დედა ანას სიტყვები – “ამოავსე ხორცით, განწმინდე ჩირქისგან”!…
დედა ანა ევედრება უფალს და ვანოს სჯერა, რომ ერთ დღესაც თავისი ფეხით მიეახლება და პირადად ეტყვის დიდ მადლობას მისი დალოცვისთვის.
მადლობა უფალს, რომ დედა ანას მიანიჭა ეს მადლი და ძალა, რითაც დაუღალავად ეხმარება უამრავ ჩვენნაირ ოჯახს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შევთხოვ უფალ

Share.