“გიო არ ვიცი ეს დაცინვა როგორ შევარჩინო..” – ნახეთ რას წერს შოვში დაკარგული მოზარდის ახლობელი

0

ამ დროისთვის შოვში ჯერ კიდევ 2 დაკარგუოლს ეძებენ. ორივე მცირეწლოვანია. მათგან ერთ-ერთი 4 წლის გიორგი ხორბალაძეა, რომელიც რაჭაში დედასთან და ბებიასთან ერთად ისვენებდა. ორივე ქალის ცხედარი ნაპოვნია, თუმცა, გიორგი არსად ჩანს.
პატარა გიოს ოჯახის წევრი გივი ბერიანიძე პოსტს აქვეყნებს:

“24 ამოყვანილი ბავშვიდან. დიდი ალბათბით, ჩემი გიოცაა… ოთხი დღის შემდეგ გვეუბნებიან, შაბათ-კვირა იყო და დნმ ტესტის პასუხი ჯერ არ არისო. ეს დაცინვა როგორ შევარჩინო, გიო, არ ვიცი” – წერს გივი ბერიანიძე.
შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში მაშველებმა 31 ცხედარი იპოვეს, ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

წყარო:geonewest.com

Share.