“გარდაცვლილები იპოვეს 17-19 წლის შეყვარებულები,ვერ გაძლეს ერთმანეთის გარეშე..” – ნახეთ გლოვის ზარია მთელს სოფელში

0

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივმა, 19 წლის რეზიმ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.
ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ცნობილია, რომ

რეზი საგუშაგოზე, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, შემდეგ კი სხვა ჯარისკაცებმა გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი რეზი გარდაცვლილი დახვდათ.ამავე სოფელში 29 ოქტომბერს, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს 17 წლის ნინი, მე-12 კლასელი გოგო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეზის შეყვარებული იყო – გოგომ სიცოცხლე ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო “ფეისბუქზე” მისი ბოლო სტატუსი იყო: “ჩვენ სიყვარულთან ბრძოლა წავაგეთ”.
ტელერადიოკომპანია “ოდიში” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

Share.