“გარდაცვალება ქრისტიანებისთვის დროებითია მხოლოდ,განშორება ახლობლებთან,ამიტომ..” – ნახეთ პატრიარქი შოვის ტრაგედიაზე

0

შოვ­ში მომ­ღა­დი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბი­სას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე უცხა­დებს.
რო­გორც პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, შო­ვის ტრა­გე­დი­ამ ერთხელ კი­დევ ყვე­ლას შეგ­ვახ­სე­ნა, რომ არა­ვინ იცის, წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის ჟამი ვის რო­დის და­უდ­გე­ბა, ამი­ტო­მაც ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ ამის­თვის.
“რა­ჭა­ში ახ­ლა­ხანს მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა დიდი გან­საც­დე­ლია ქვეყ­ნის­თვის; მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ჩვენც, ფრი­ად ვწუხ­ვართ და გუ­ლი­თა­დად ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს; შო­ვის ტრა­გე­დი­ამ ერთხელ კი­დევ ყვე­ლას შეგ­ვახ­სე­ნა, რომ არა­ვინ იცის, წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის ჟამი ვის რო­დის და­უდ­გე­ბა; ამი­ტო­მაც ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ ამის­თვის; ჩვე­ნი მზად­ყოფ­ნა კი ჩვე­ნი მტკი­ცე რწმე­ნა, ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი და ჩვენს კე­თილ საქ­მე­თა სიმ­რავ­ლეა.

ქრის­ტი­ა­ნის­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბაა ახ­ლო­ბელ­თან და ამი­ტო­მაც ჩვე­ნი მწუ­ხა­რე­ბა სა­სო­წარმკვე­თი არ უნდა იყოს. აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა გა­ნა­ქარ­ვა სიკ­ვდი­ლი და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის ზე­იმს და­უ­დო სა­თა­ვე. ესაა ჩვე­ნი რწმე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი, ჩვე­ნი ნუ­გე­ში­სა და იმე­დის წყა­რო; და ეს გან­წყო­ბა, გლო­ვას­თან ერ­თად, ყვე­ლას უნდა გვქონ­დეს. მინ­და, დღეს უფალს დიდი მარ­ხვის სა­ვედ­რებ­ლის სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თო:

“რო­მელ­ნი შთან­თქა წყალ­მან, რო­მელ­ნი მოსრნა წვი­მა­მან და ღვარ­თა და ნაფშვენ­მან სიმ­რავ­ლე­მან შე­აშ­თვნეს და და­ფა­რა ქვე­ყა­ნა­მან, ძვრა­მან და სვრა­მან და პი­რად-პი­რად­მან სიკ­ვდილ­მან, და მდი­ნა­რე­თა და წყა­რო­თა შინა, სახ­ლი­თა გან­გლილ­თა (სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ­თა) დაძ­ვრი­სა­გან და­ფა­რულ­თა … სარ­წმუ­ნო­ე­ბით შენ­და მო­სულ­თა მორ­წმუ­ნე­თა, ქრის­ტე ღმერ­თო, წყა­ლო­ბით გა­ნუს­ვე­ნე.“ ყოვ­ლად­წ­მინ­დაო სა­მე­ბაო, ასე­ვე გე­ვედ­რე­ბი, გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნამ­ტკი­ცე, გა­ნაძ­ლი­ე­რე და მშვი­დო­ბით შე­ნით აკურ­თხე; და­ლო­ცე და სა­სო­ე­ბა შენი მოჰ­მად­ლე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, ამინ!” – ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­ში.

Share.