“გამოიყვანეთ ეხლა ამ ძაღლის პატრონი და დასაჯეთ. ფსიქიკა დაუნგრია ძაღლსაც და ბავშვებიც რა დღეში არიან..” – ნახეთ რას წერენ გურიაში მომხდარ საშინელ ფაქტზე

0

სოციალური ქსელში ლანა შაშიაშვილი გურიაში პიტბულის მიერ ბავშვის დაკბენას ეხმაურება და წერს:
“ძაღლი, რომელმაც ოზურგეთში ორი ბავშვი დაკბინა გადაყვანილია თავშესაფარში დაკვირვებაზე. არის მეზობლის ძაღლი, თავისივე ეზოში აიყვანეს მაგრამ არ აღიარებს პატრონი რომ მისია. ჰყავს უგუნური და საკმაოდ აგრესიული პატრონი. გაზარდა უსიყვარულოდ, აშიმშილებდა და ჰყავდა შინაური ცხოველისთვის შეუფერებელ პირობებში, იყენებდა ორთაბრძოლებში, ასევე მოიწყო პირადი “ბიზნესი” აჩენინებდა და ლეკვებს და ყიდიდა.

სახელმწიფო სრულად დაფარავს ბავშვების ოპერაციების და რეაბილიტაციის თანხებს. სწორია, აბა, ვინ უნდა დაფაროს? ზუსტად სახელმწიფოს ბრალია დღეს, რომ ეს სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში. ყველას არ უნდა ჰქონდეს გამრავლების უფლება და გაგდების შემთხვევაში პატრონი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სამაგალითოდ დასჯილი! ჯიშიან ძაღლებზე უნდა დაწესდეს ყოველთვიური გადასახადი და მასთან დაჩიპვის ვალდებულება. ვისაც ნამდვილად უნდა და უღირს ყოველთვე გადახდა მისთვის, აიყვანს ვისაც არა – არა! ასე შემცირდება ჯიშიანი ძაღლების გაგდება ქუჩაში.
გამოათრიეთ ეხლა ამ ძაღლის პატრონი და დასაჯეთ. იმედია ამას მაინც გააკეთებთ. ფსიქიკა დაუნგრია ძაღლსაც და მისი დაუდევრობით ბავშვები რა დღეში არიან. იმედია, ეხლა მაინც გამოიჩენთ გონიერებას და ყურადღებას ხალხის მიმართ და მიიღებს სათანადო კანონებს!

P.S. ამ ჯიშის უმეტესობა არასრულწლოვნები ყიდულობენ და ჰყავთ საშინელ პირობებში. შედით ჯგუფებში და ნახავთ ისედაც კარგად იცით რა ხდება ქვეყანაში და არა მხოლოდ ეს ჯიში, ზოგადად ძაღლები ჰყავთ არასათანადო პირობეში. ყოველდღიურად იდება პოსტები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო- კანონი მოითხოვეთ კანონი“, – წერს ლანა შაშიაშვილი.
წყარო:ntv.com.ge

Share.