“ბინა რომელიც მაჩუქეს გავყიდე ოპერაციისთვის დამჭირდა,სხვა გზა არ მქონდა..” – ნახეთ როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო დღეს? ბიჭი, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

0

2012 წელს პროექტ “ნიჭიერში“ 16 წლის ვანო ფიფიამ თავისი ნამღერით დარბაზი ფეხზე დააყენა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მის შესახებ დიდი ხანია არაფერი გაგვიგია.
აღმოჩნდა, რომ კარდენახელი ბიჭი, რომელიც მაშინ გაიცნო საზოგადოებამ, წლებია, დედასთან და დასთან ერთად ზემო ეწერში ცხოვრობს. ძალიან უნდა მუშაობის დაწყება და ფიქრობს, რომ ამისთვის თბილისში ჩამოვიდეს, რადგან სადაც ახლა ცხოვრობს, “იქ სამსახურები არ არის”.
როგორ ცხოვრობს “პატარა ვანო” დღეს და როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი AMBEBI.GE-ს უყვებავანო ფიფია “ნიჭიერში”

– ვანო, თქვენზე მოგვიყევით, სად ცხოვრობ ახლა, რას საქმიანობ?
– მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერში ვცხოვრობთ, არ ვმუშაობ. აქ ადგილობრივი ორგანიზაციაა “დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა,“ მუსიკალური ანსამბლი აქვთ, სადაც ვმღერი, ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებზე გამოვდივართ, გზის ფულს გვიფინანსებენ. ჩემი უფროსი ძმა დაოჯახებულია, თბილისში ცხოვრობს.

– მუშაობის დაწყება არ გიცდია?
– აქ არაფერია, რომ ვიმუშაო. თბილისში მინდა ჩამოვიდე. პროფესიით პროგრამისტი ვარ. არაერთხელ მქონია მუშაობის დაწყების მცდელობა, ზოგმა მითხრა, კადრები არ გვჭირდება, ზოგმაც დაგირეკავთო… მაგრამ თავიდან გიცილებენ. ამ წლების განმავლობაში ერთხელ ვმუშაობდი, სვანეთში, ჰესზე, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და მეც ისე დავრჩი.

დედასთან ერთად

– მხოლოდ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობ, რესტორანში თუ გიცდია მუშაობის დაწყება?
– არ მიცდია, მაგრამ რომ შემომთავაზონ, დავთანხმდები, გააჩნია სად იქნება.

– თბილისში როგორ იცხოვრებ, ბინის ქირას როგორ გადაიხდი?
– გავიჭირვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მოვერგო ცხოვრებას. ჩემი პენსიით ვირჩენთ თავს, დედა მუშაობს ხოლმე თხილის კრეფის დროს, მეც ვეხმარები. ფიზიკური შრომა შემიძლია, მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ბევრი წელი გავიდა და ცოტა მეტყობა, მაგრამ სიარული, ყველაფერი შემიძლია. იმაზე უკეთ ვარ, ვიდრე ვიყავი.

გული არაფერზე მწყდება, დღესაც მცნობენ. ხანდახან ტიკ-ტოკზე შევდივარ, ვერთობი, ვსაუბრობ ადამიანებთან.

ერთოთახიანი ბინა, რომელიც პროექტში გამარჯვების შემდეგ ბათუმში მაჩუქეს, გავყიდე. ბოლო ოპერაციის დროს ფული დამჭირდა და სხვა გზა არ მქონდა.
წყარო:ssnews.com.ge

Share.