“ბედნიერების მწვრერვალზე ვიყავი შენ რომ მყავდი გვერდით,მძულს და მეზიზრება ყოველი დღე და..” – ნახეთ რამაზ დავლაძის ემოციური პოსტი

0

რამაზ დავლაძე, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მეუღლეს, რომელსაც 22 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა, იუბილეს ულოცავს.„გილოცავ დაბადების დღეს იმიერში ჩემო ლამაზო, შეუდარებელო, ჭკვიანო, მშვენიერო და მზრუნველო ინგუნია! ძალიან გვენატრებით და გვაკლიხართ მე და დემეს! ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი როცა შენ მყავდი გვერდით! მძულს და მეზიზღება ყოველი დღე და ყოველი წამი უთქვენოთ! მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები!!!! მადლობა ბედნიერებისთვის რაც შენ მაჩუქე და დამიტოვე! ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული!“, – წერს რამაზ დავლაძე.

ცნობისათვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

დაღუპულებს შორის იყო რამაზ დავლაძის მეუღლე, ორი შვილი და ძმა.

Share.