“ბავშვი ძლივს გამოსტაცა ჩემმა მეგობრამა ძაღლს,თავზე კანი აღარ ჰქონდა და..” – ნახეთ რას ამბობს პიტბულისგან დაგლეჯილი 2 წლის ლაზარეს მამა

0

გუ­რი­ა­ში, პიტ­ბუ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ლა­ზა­რეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ოპე­რა­ცია 12 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. რო­გორც ლა­ზა­რეს მამა, რეზო ნა­კა­ში­ძე ამ­ბობს, ბავ­შვს კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია იან­ვარ­ში, სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ამ­ჟა­მად, ლა­ზა­რეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.
ლა­ზა­რეს მამა AMBEBI.GE-სთან მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს:
“ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან დაბ­რუნ­და, რო­გორც კი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, იმ­წამ­სვე უკბი­ნა ფე­ხის არე­ში. ძაღ­ლიც აღარ ჩან­და, თვალს მო­ე­ფა­რა. ჩვენც მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა უფ­რო­სი შვი­ლის­კენ გვქონ­და მი­მარ­თუ­ლი, კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ აც­რის გა­სა­კე­თებ­ლად. უმ­ცრო­სი ბავ­შვი კი შინ დავ­ტო­ვეთ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე წამ­ში ძაღ­ლი უკან მობ­რუნ­და და ლა­ზა­რე თა­ვის არე­ში დაკბი­ნა. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ძლივს

გა­მოს­ტა­ცა ძაღლს ბავ­შვი პი­რი­დან და მო­იყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ბავ­შვს თავ­ზე კა­ნის 80% აღარ ჰქონ­და, ამ ეტაპ­ზე ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია, და­ე­ხუ­რა სკალ­პის 80%, რო­მე­ლიც აი­ღეს ზურ­გის მხრი­დან, დარ­ჩე­ნი­ლია მცი­რე­დი ნა­წი­ლი თა­ვის ქა­ლის არე­ში, კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია შო­ბის შემ­დეგ ჩა­ტარ­დე­ბა”.

2 წლის ლა­ზა­რეს ოჯა­ხი, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­უ­წო­დებს, არას­წო­რი და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

“გუ­შინ, თით­ქმის 13 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ოპე­რა­ცია. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოპე­რა­ცია დას­რულ­და, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

დღეს ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძაღ­ლი არის მე­ზობ­ლის, ესეც არას­წო­რია. წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, ვინ არის ძაღ­ლის პატ­რო­ნი და ვინ გა­მო­უშ­ვა ქუ­ჩა­ში. ძაღ­ლი ამ ეტაპ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ვე­ლო­დე­ბით 10 დღის გას­ვლას”, – ამ­ბობს ლა­ზა­რეს მამა.

რეზო ნა­კა­ში­ძე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მისი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად თუნ­დაც 1 ლარი გა­ი­ღო, მად­ლო­ბას უხ­დის.

“გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც თუნ­დაც მცი­რე­დი გა­ი­ღო, სა­კუ­თარ ოჯა­ხებს მო­აკ­ლეს და ჩვენ დაგ­ვიდ­გნენ გვერ­დით. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­წრფე­ლად ჩა­ერ­თო ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ში.

ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ცია ფი­ნანსდე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა აღარ არის სა­ჭი­რო. ის თან­ხა კი, რაც შეგ­როვ­და, ლა­ზა­რეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მოხ­მარ­დე­ბა, დარ­ჩე­ნილ ფი­ნან­სებს კი იმ ადა­მი­ა­ნებს გა­და­ვუ­რი­ცხავთ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა,“ – ამ­ბობს ლა­ზა­რეს მამა.

Share.