“ბავშვი იშვილა ქალმა მაგრამ ნიშანი შეამჩნია რის შემდეგაც მის დასაბრუნებლად გაიქცა..” – აი რატომ..

0

ლუდას არაჩვეულებრივი სამსახური ჰქონდა, მას ძალიან აფასებდნენ უფროსები, რადგან გოგონა ყოველთვის მზად იყო, შეესრულებინა დამატებითი სამუშაო.
ამას თავისი მიზეზი ჰქონდა – ის მთელი ძალით ცდილობდა გაქცეოცა სევდიან ფიქრებს. ქალი 29 წლის იყო, ხოლო ბავშვი, რომელზეც ის და მისი ქმარი ასე ოცნებობდნენ, არ უჩნდებოდათ.
მათი ოჯახი შორიდან იდეალური ჩანდა. ლუდა და ირაკლი ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ და მას შემდეგ, დიდი ხნით არასდროს ყოფილან ერთმანეთის გარეშე.
სწავლის დამთავრებისთანავე, ახალგაზრდები ერთად ჩავიდნენ დედაქალაქში. თავიდან, პატარა ბინას ქირაობდნენ, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ უკვე დაგროვილი ჰქონდათ ცოტაოდენი თანხა – მათ მშობლების დატოვებული ბინები გაყიდეს და ქალაქგარეთ დიდი სახლი იყიდეს, როგორზეც სულ ოცნებობდნენ.

ქმარს თავისი ცოლი გაგიჟებით უყვარდა, ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, როცა შეხვედრა დაიწყეს. მაგრამ მან შეამჩნია, რომ ქალი ბოლო დროს მოწყენილი იყო.

ლუდა ყველანაირად ცდილობდა, ქმრისგან საკუთარი ემოციები დაემალა, რადგან აზრი არ ჰქონდა მისთვის ხასიათის გაფუჭებას, მაგრამ ის გამუდმებით ფიქრობდა შვილზე, რომელიც არაფრით არ უჩნდებოდა.

ცოლ-ქმარი მერამდენე წელია, უშედეგოდ ელოდა სანატრელ შვილებს. მათ რეპროდიქტიულ კლინიკას მიმართეს, მაგრამ ქალი ერიდებოდს მსგავსი პროცედურის ჩატარებას. მან თავისი ეჭვები ქმარს გაიზიარა და ისიც დაეთანხმა.

არ ღირდა ასეთი სერიოზული მაბიჯის გადადგმა, თუ დარწმუნებული არ იყავი. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ახლაც, ირაკლი უხმოდ დაეთანხმა ცოლს.

Share.