რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა შორის სამწუხაროდ ბავშვებიც არიან.
არსებული ინფორმაციით, მაშველები დამეწყრილ ტერიტორიაზე ამ დრომდე ეძებენ ნატო ჭელიძეს, სამ მცირეწლოვან შვილთან, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილებთან ერთად.
შოვში ეძებენ კიდევ სამ მცირეწლოვან ძმას. ზაზა მესხისა და მისი ოჯახის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ეძებენ 4 წლის გიორგი ხორბალაძესაც.
კიდევ ერთი დაკარგული ბავშვი, გიგო გუტანაშვილია, რომელსაც დასთან ერთად ეძებენ.
თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე: 551 24 69 69.