შოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან და მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა და ათობით ადამიანი მაშველებს ელოდება. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც.
მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
AMBEBI.GE დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგაწვდით.