“კახეთში ტყუპები რომლებიც გააშვილეს,ეროვნულ გამოცდებზე ერთმანეთი იპოვეს..” – ნახეთ გულისამაჩუყებელი ისტორია

0

ძალზე უჩვეულო და გულისამაჩუყებელი ფაქტი მოხდა კახეთში. მისაღები გამოცდების მიმდინარეობისას შემთხვევით ერთმანეთს წლების წინ დაკარგული ტყუპი ძმები შეხვდნენ, ეჭვი კი საოცარმა გარეგნულმა მსგავსებამ გააჩინა.გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში სრულიად შემთხვევით შეხვდნენ. მათ ერთობლივ ფოტოსურათს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას 8 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.

გამოცდის დაწყებამდე მას საკუთარმა თანაკლასელებმა უთხრეს, რომ იმავე შენობაში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა მას ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. გარშემომყოფნი კი უჩვეულო სანახაობის გამო ცრემლებს ვერ იკავებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ წლების წინ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ შემთხვევითობის წყალობით მაინც შეხვდნენ.

Share.