“აღარ გვყავს ჩვენი ზურა,წარმოუდგენელი ამბავია..” – ნახეთ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება გარდაიცვალა

0

კავკასიის უნივერსიტეტის, ისტორიის ლექტორი, ისტორიკოსი და არქეოლოგი, ზურაბ ბრაგვაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი, დავით ბრაგვაძე ავრცელებს.
„მამა აღარ მყავს, ხალხნო… ჩემი ზურა აღარ არის…“ წარმოუდგენელი ამბავი… ჩვენი უკარგესი ზურა“,წერენ ახლობლები.
2021 წელს გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ბრაგვაძის მონოგრაფია „კოლხეთი და იბერია-არქეოლოგიური ძიებანი“.

წიგნში თავმოყრილია ისეთი საკითხები, როგორებიცაა, კოლხეთისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობა, კოლხეთის სამეფოს კავშირები აქემენიდურ ირანთან, კოლხეთის სამეფოს სოციალური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები, კოლხეთისა და იბერიის სამეფოები რომის გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, იბერიის პიტიახშების გენეზისის პრობლემა და სხვ.

დამატების სახით წიგნში შესულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ტაბახმელის ბრძოლების ამსახველი სანგრის არქეოლოგიური კვლევა. მონოგრაფიაში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლები შესწავლილია ავტორის უშუალო მონაწილეობით. მონოგრაფია გამოსცა გამომცემლობამ „არტანუჯი“.

Share.