“აღარ გვყავს უსაყვარლესი ანა ექიმი..” – ნახეთ ცნობილი ქართველი ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა (ფოტო)

0

ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, ანა ოთარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო წერს.
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს წევრის და ექიმი-კარდიოლოგის, ანა ოთარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.არა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტმა, არამედ ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი,

საკუთარი საქმის პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნება და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.
მას ყოველთვის მადლიერებით და სიყვარულით გაიხსენებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Share.