გააზიარეოზურგეთი -ბათუმის გზაზე ავტომობილი თხრილში გადავარდა. მიზეზი ის გახდა, რომ “ტაქსის” მძღოლი შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი თხრილში ჩავარდა. როგორც “გურია ნიუსი” წერს, ტაქსიში ახალგაზრდადედა და შვილები იმყოფებოდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, გამოცემის ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას 65 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. როგორც ცნობილია,
გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.