ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.