“არა! ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არის!..” – ნახეთ რას წერს კაბუს ყოფილი მეუღლე

0

კახა აბუაშვილი იგივე კაბუ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია. ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ციხეს უახლოეს პერიოდში დატოვებს.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო მოახლოებული დღესასწაული და კაბუს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობა. მომღერალი საბრალდებო სკამზე მძიმე ბრალდებით აღმოჩნდა. მას მეგობარ ქალზე ძალადობას, სხეულის განზრახ დაზიანებას, მუქარას და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.

პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს (კახა აბუაშვილს, იგივე “კაბუს”), აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არიის!!!” – ამ პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში მსახიობსა და რეპერის კაბუს, იგივე კახა აბუაშვილის დაკავებას, მისი ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი.

Share.