“არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია მამა..” – ნახეთ მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა

0

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც “რუსთავი 2″-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. თუ კაცს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით,

მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა. უცნობია, აღიარებს თუ არა მამაკაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.ჩვენივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა.
წყარო:hotnews.ge

Share.