ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა, სამხედრო იყო. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფ „არმიაში“ ვრცელდება.
„გუშინ 6 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევით დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ბელა მცხვეთაძე. არაჩვეულებრივი ადამიანი, ძლიერი დედა, ერთგული მებრძოლი და სამშობლოზე შეყვარებული მანდილოსანი იყო.უფალმა გაანათლოს მისი მებრძოლი სული ამინ.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ აღაიანთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
როგორც გარდაცვლილის სოციალური ქსელებიდან ირკვევა, მას არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელიც ახალგაზრდა გოგონამ დაღუპვამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღო.