“ამ წუთებში ჩვილი გზაზე იპოვნეს ზუგდიდში, დედა კი..” – ნახეთ უმძიმესი ინფორმაცია

0

ზუგდიდში ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ის, სავარაუდოდ, 2 დღისაა.
ცნობილია, რომ ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ორსულობასაც მალავდა. ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელია და ის ამ დროისთვის საავადმყოფოში შემოწმებებს გადის.

შსს-ცნობით,გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
წყარო:ambavi.club
შენიშვნა: ფოტო პირობითია

Share.