“აი რა გადაცემას წაიყვანს “რუსთავი 2-ზე” დაბრუნებული ნიკა არაბიძე და რას ამბობს კეზერაშვილის ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ? – “მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დამ­ღა­ლეს რა…”

0

იკა არა­ბი­ძე “რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. იუ­მო­რის­ტი შოუს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად წა­იყ­ვანს. ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა­ზე“ “კო­მე­დი შოუს” პრო­ექ­ტე­ბი და­ი­ხუ­რა. მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა “ნიკა არა­ბი­ძის“ შოუც, რომ­ლის უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ცე­მა ეთე­ში 30 დე­კემ­ბერს გა­ვი­და. იუ­მო­რის­ტი “ამბებთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წლე­ბის წინ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და მშობ­ლი­უ­რი არ­ხის და­ტო­ვე­ბა.

„ჯერ­ჯე­რო­ბით მარტო მე დავ­ბრუნ­დი “რუს­თა­ვი 2“-ზე და მო­მა­ვალ­ში, რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, არ ვიცი. “ღა­მის შოუს“ ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა ეს გა­და­ცე­მა და მე და ბა­ტო­ნი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თად წა­ვიყ­ვანთ.

თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც “რუს­თა­ვი 2“-ზე აღარ ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი ვნა­ხე, ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მი­ხა­რია, რომ ასე დამ­ხვდნენ“.

– თქვენ რას აბ­რა­ლებთ “ფორმულაზე” გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას, რე­ი­ტინ­გის პრობ­ლე­მა იყო?

– ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა ვიცი, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა რა და ცვლი­ლე­ბე­ბის დრო იყო.

– რუსთავი 2-ზე პო­ლი­ტი­კა­ზე იხუმ­რებთ?

– ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტო­მაც არა, არ გა­მოვ­რი­ცავ, რომ ასეც იყოს.

Share.