კოსტა სანიკიძე დაჭრეს. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა, სალომე ბარათაშვილმა უთხრა, კოსტა მუცლის არეშია დაჭრილი.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კოსტა სანიკიძეს „პრაიმტაიმი” გაესაუბრა – ინტერვიუში „პრაიმ ჰაუსის” მეორე სეზონის მონაწილე ამბობს, რომ უცხო ადამიანს მისი მოკვლა უნდოდა.
„როგორც მეზობლებმა მითხრეს, კოსტა სანიკიძეს ეძებდნენ მოსაკლავად. დილის 6 საათზე, შედის ვიღაც გვერდით ეზოში, ანუ ბინა ეშლება, კითხულობს, სად არის კოსტა სანიკიძე, უნდა „დავბრიდოო“, თავს ესხმის მეზობელს, მაგრამ მეზობელი ართმევს დანას და ის ადამიანი გარბის.
გამოძიება დაწყებულია. აქ კამერებიც არაა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობ. ეჭვიც არავისზე მაქვს. ამ ქალაქში, სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. გაოგნებული ვარ, ამ ყველაფრის გამო“,- ამბობს კოსტა სანიკიძე.