აირჩიეთ გასაღები და გაიგეთ როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში, ჯერ დაწერეთ შემდეგ კი ნახეთ

0

ეს გასაღები იმ მისტიკურ სკივრს აღებს, სადაც დამალულია ინფორმაცია – ვინ ხარ ცხოვრებაში.
ჩართეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ სიტუაცია: მიდიხართ ტყეში ან ძველ ციხესიმაგრეში და უცებ ხედავთ უცნაურ სკივრს. რამდენად ძლიერია ცდუნება, გახსნათ ის?
ალბათ, ძალიან ცოტა თუ აუვლის მას გვერდს. ძირითადად ყველას ცნობისმოყვარეობა კლავს – რა დევს შიგ: საგანძური, ძვირფასი ქვები თუ ოქროს სამკაულები.
მოკლედ, გადაწყვიტეთ, სკივრი გახსნათ. აი, თქვენ 6 გასაღები. რომელს აირჩევთ?

გასაღები #1
რაციონალისტი:

საერთოდ არ ხართ მეოცნებე. არ გჯერათ სასწაულების. ასე რომ, სკივრს ყოველგვარი მღელვარებისა და ყოყმანის გარეშე გახსნით, თანაც უფრო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
თქვენ რაციონალისტი ხართ და არა რომანტიკოსი და მეოცნებე, რომელიც ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავს. ღრუბლებში არ დაფრინავთ და ცხოვრებას რეალურად უყურებთ.

გასაღები #2
ფრთხილი და უნდობი:

მთელი ცხოვრება რაღაცის გეშინიათ და ძალიან ფრთხილი ხართ ადამიანებთან.
სრულიად უნდობი ადამიანი ბრძანდებით, ამიტომაც გიჭირთ მეგობრების შეძენა და ახალი ურთიერთობების დაწყება.
მხოლოდ ახლობლები გიცნობენ კარგად და ესმით, რომ, უბრალოდ, ადამიანმა თქვენი ნდობა და კეთილგანწყობა უნდა დაიმსახუროს!

გასაღები #3
კონსერვატორი:
თქვენ ხართ კონსერვატორი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტრადიციები,
თქვენ ის არ ხართ, ვინც ადვილად იღებს ცვლილებებსა და ინოვაციებს, მაგრამ ამავე დროს ჭკვიანი, ინტელიგენტური და საინტერესო ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ბევრი რამის მიცემა შეუძლია გარშემომყოფთათვის განვითარების თვალსაზრისით.

გასაღები #4
მეოცნებე:

თქვენ ნამდვილი მეოცნებე და რომანტიკოსი ხართ!
ყველაზე მეტად სიკეთესა და პატიოსნებას აფასებთ. ფიქრობთ, რომ სწორედ ეს თვისებებია ფუნდამენტური ამ სამყაროში.
გარდა ამისა, შემოქმედებითი ნატურა ხართ, რომელსაც ყველაფერი მშვენიერი აინტერესებს. სწორედ ამიტომაც მთელ თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს ახმართ.

გასაღები #5
შემოქმედებითი ნატურა და თავგადასავლების მოყვარული:

ძალიან გაქვთ განვითარებული წარმოსახვა.
სავარაუდოდ, შესანიშნავი მწერალი და მთხრობელი ხართ. შეგიძლიათ, ყველაზე მოსაწყენი ამბავიც კი განსაცვიფრებელ შედევრად აქციოთ.
თავგადასავლების გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგიდგენიათ და აღმერთებთ ყველაფერი ახლის ცდას. ადრენალინი – ეს თქვენი მეორე სახელია.

გასაღები #6
საიდუმლოების საიმედო შემნახველი:

თქვენ ის ხართ, ვინც იცის და შეუძლია საიდუმლოს შენახვა. თქვენ თავად საიმედოობა ხართ, მაგრამ ამავდროულად გიყვართ უცნაურობები.
პირდაპირ იზიდავთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფერ უცნაურსა და უჩვეულოს. გიყვართ იდუმალი ადამიანები და საგნები. და ძალიან გინდათ, ამოხსნათ მათი საიდუმლო.
წყარო: ambavi.cc

Share.