“ავტობუსის მძღოლმა ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რამ გააკეთა როდესაც გაიგო რომ ბავშვი დაიკარგა..” – ამას მართლა ვერავინ წარმოიდგენდა

0

სოციალურ ქსელსი ერთ-ერთი მომხმარებელი მარია მალიანი ძალიან სასიამოვნო ამბავს აქვეყნებს და მისი თქმით, მისი შვილი, რომელიც გუშინ დაიკარგა ერთმა კეთილმა ადამიანმა სახლში უვნებელი მიუყვანა, მანამდე კი მთელი თბილისი შემოატარა, დაათვალიერებინა, ოჯახი გააცნო, ასადილა და ძალიან გახარებული ბავშვი მშობლებს უვნებლად ჩააბარა.
ბოროტებით, ძალადობით და ბულინგით სავსე სამყაროში კიდევ არსებობენ სიკეთით, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანები …

გუშინ დემეტრე, ტრადიციულად სკოლიდან გამოვიდა და ელოდებოდა ავტობუსს სახლში წასასვლელად… ბარნოვზე სწავლობს და სოლოლაკში ცხოვრობს, შესაბამისად დამოუკიდებლობის 10 წუთის უფლება აქვს დილაობით და სკოლის შემდეგ …
დაინახა ავტობუსის ნაცნობი ნომრები და ბედნიერი ჩაჯდა მოპირდაპირე მხარეს მოძრავ ტრანსპორტში… ორ გაჩერებაში მიხვდა, რომ სხვაგან მიდის – მძღოლმაც დაუდასტურა, ქავთარაძეზე მივდივართო…

მთელი ორი საათი მძღოლი გადაყვა დემეტრეს, ყოველ 10 წუთში მელაპარაკებოდა “დამშვიდდით ქალბატონო დედა, აი ვკატაობთ თბილისში”… ბოლო გაჩერებამდე მისულებმა შესვენება მოიწყეს – მაღაზიაში სასუსნაოები უყიდა დემეტრეს, ასადილა, ცოლ-შვილი გააცნო კიდევაც და უვნებელი დაგვიბრუნა სახლში…

მე კი გამისკდა გული, მაგრამ დემეტრეს მხიარული ხმა რომ გავიგე “არა არ მინდა დე ტაქსი, არც რუსომ (ბებომ) მომაკითხოს. ვკატაობთ ჩათვალე” ინტუიტიურად ძალიან დავწყნარდი…
მადლობა მინდა გადავუხადო #383 ავტობუსის მძღოლს, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს მოგზაურ დემეტრეს, სამაგიეროდ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს…
თბილისის მერია / Tbilisi City Hall დააფასეთ ასეთი თანამშრომლები…
წყარო:dainteresdi.club

Share.