რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სადაც გოგონა შემთხვევის ადგილიდან გადაიყვანეს.
მათი თქმით, პაციენტს პოლიტრავმები აღენიშნება და ოპერაცია ესაჭიროება.
მედიკოსები გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდებიან, რის შემდეგაც მას ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ 21-ე მიკრორაიონში “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 25 წლამდე ბიჭი ადგილზე დაიღუპა, გოგონა კი დაშავდა.